მთავარისიახლეებისაზოგადოებასერტიფიცირებული ექიმების კვალიფიკაციის პერიოდულად გადამოწმება - ჯანდაცვის სამინისტრო ახალ კონცეფციაზე მუშაობს

სერტიფიცირებული ექიმების კვალიფიკაციის პერიოდულად გადამოწმება – ჯანდაცვის სამინისტრო ახალ კონცეფციაზე მუშაობს

Published on

ჯანდაცვის სამინისტრო უკვე მუშაობს საკითხზე, რომელიც სერტიფიცირებული ექიმების კვალიფიკაციის პერიოდულად გადამოწმებას გულისხმობს. ამის შესახებ  მედიას ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განუცხადა. 
 
მისივე თქმით, აღნიშნულ რეფორმაზე მსჯელობას დაახლოებით ერთი წელი ან წელიწადნახევარი დასჭირდება. რაც შეეხება მისი დანერგვის ფორმებს, როგორც დეპუტატმა განმარტა, შესაძლოა, აღდგეს კრედიტსაათებისა და ჩათვლების სისტემა.
 
„ეს ყველაფერი ეტაპობრივად უნდა მოხდეს. ფაქტია, რომ სამედიცინო ხარისხის რეგულირება ექიმების კვალიფიკაციის რეგულირების გარეშე შეუძლებელია. სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების განმეორებით ჩაბარების აუცილებლობა იქნება თუ კრედიტსაათები, ამ ყველა თემაზე უნდა მოხდეს სერიოზული კონცეფციის საჯარო განხილვა და მერე 
უკვე სამინისტროს მიერ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის წარმოდგენა, რომელსაც ჩვენ პარლამენტში ძალიან სერიოზულად განვიხილავთ. ამ რეფორმის ჰორიზონტი მსჯელობისთვის არის დაახლოებით ერთი წელი-წელიწადნახევარი, რომ ასეთი სისტემა თავიდან დავნერგოთ.
 
ეს კონცეპტუალურად უნდა ჩამოყალიბდეს. მე ვიცი, რომ სამინისტრო მუშაობს ამ კონცეფციაზე, რომ ეტაპობრივი დანერგვა განვახორციელოთ. პირველი იქნება, რომ კრედიტსაათების სისტემა აღდგება, ჩათვლები იქნება და დანარჩენი ვნახოთ, აქაც წახალისებისა და სავალდებულოობის პრინციპი უნდა მოქმედებდეს“, – აღნიშნა აკაკი ზოიძემ. 

სიახლეები

ჩვენს თავზე 30 უპილოტო დაფრინავდა, ნამსხვრევები 11 ადგილზე ვიპოვეთ – აფხაზური მხარე

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ, სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა არგურ გუმბამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 5...

ირანმა დრონებით აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტს დაარტყა

ირანმა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტზე იერიში მიიტანა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ირანული დრონი აეროპორტის შენობას...

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ცეცხლი “ნატოჩაოს უბანში” ერთ-ერთ შენობას...

ტრამპის თქმით, ირანში სამხედრო მოქმედებებს 10-დან 15 ქულით აფასებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს 10 ქულიდან 15-ით აფასებს. "ფრონტზე...