მთავარისიახლეებიპოლიტიკა„საკუთრების აღიარემა მოხდა საჯარო რეესტრის მიერ და მშენებლობის უფლებაც კონკრეტულად დემნა სორდიაზე...

„საკუთრების აღიარემა მოხდა საჯარო რეესტრის მიერ და მშენებლობის უფლებაც კონკრეტულად დემნა სორდიაზე არ გაცემულა“- ზუგდიდის მერიაში ენმ-ს პასუხობენ

Published on

ბაზრის სადაო ტერიტორიასთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტებას აკეთებენ. ეკონომიკური პოლიტიკისა და მუნიციპალური სერვისების სამსახურის უფროსის თენგიზ ქობალიას თქმით, საკუთრების აღიარება 2016 წელს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოხდა.“ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის პოზიცია გამორიცხულია, რადგან რეესტრს წარედგინა მართლზომიერი დოკუმენტაცია. რაც შეეხება მშენებლობის ნებართვას, ექსკლუზიურად ,ხოლოდ ერთ პიროვნებაზე, დემნა სორდიაზე არ გაცემულა, რადგან მუნიციპალიტეტის მერიას  ომართა დაახლოებით 25-მა მესაკუთრემ, რომლებმაც მოითხოვეს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენების უფლების მოპოვება, მუნიციპალიტეტმა  თავისი უფლებამოსილების ფარგლებში განიხილა აღნიშნული  განცხადება და 25-ვე მესაკუთრეს მისცა მშენებლობის ნებართვა.“ -განაცხადა ქობალიამ. მან ასევე აღნიშნა, რომ „იმ შემთხვევაში თუ ბაზრის ადმინისტრაციის მიერ მოხდება ფასადის რეგისტრაცია, მუნიციპალიტეტი მზად არის მოხსნას ის ზედდება, რომელიც განპირობებულია მუნიციპალიტეტის მიერ დარეგისტრირებულ ტროტუარებზე.“- აცხადებენ უწყებაში

სიახლეები

ოპოზიციის აკრძალვა პუტინის გზაა – კშიშტოფ ბრეიზა

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს მკაცრად აფასებს...

პარტიების აკრძალვის საქმეზე სახალხო დამცველის აპარატს პოზიცია ჯერ არ აქვს

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ...

დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში ტერმინ „ქოცის“ გამო

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი განიხილება, სიტყვიერი...

უკრაინამ 252 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ 252 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ...