მთავარისიახლეებიპოლიტიკა„დემნა სორდიამ მისი შვილის ზუგდიდის მერიაში იურისტად მუშაობის დროს ფართი დაიკანონა“-...

„დემნა სორდიამ მისი შვილის ზუგდიდის მერიაში იურისტად მუშაობის დროს ფართი დაიკანონა“- ენმ-მ ზუგდიდის პროკურატურაში სარჩელი შეიტანა [Video]

Published on

ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდის რაიონულ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. საქმე ეხება ბაზრის ტერიტორიას, რომელიც კერძო მესაკუთრემ დაიკანონა და იქ გარე ფასადის დანგრევის მცდელობაც ქონდა. ფარქციის თავმჯდომარის ანა წითლიძის თქმით: „ გაუგებარია, რატომ ლობირებს ერთ ერთს ზუგდიდის მერია, კონკრეტულად ზუგდიდის ვიცე მერი გია გულორდავა და როგორ მოხდა რომ ჯერ ფართი რომელსაც წლები ვერ იკანონებდა დემნა სორდია სწორედ მისი შვილის ზუგდიდის მერიაში იურისტად მუშაობის დროს დაიკანონა, მას შემდეგ კი რაც მისი შვილი საკრებულოს წევრი და იურიდიული კომისიის თავმჯდომარე გახდა ექსკლუზიური უფლება მიიღო მშენებლობაზე.“.  რაც შეეხება საკრებულოს, ამ საკითხზე ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებს, კომენტარი არც სანდრო სორდიამ გააკეთა, ამ დრომდე მედიასთან კომენტარი არც ზუგდიდის მერიაში გაკეთებულა. 
შეგახსენებთ, რომ ამ ტერიტორიის გამო დავა აქვს სასამართლოში ბაზრის დირექციასაც, მათი განმარტებით, ესკიზი, რომელიც ზუგდიდის მერიამ დაამტკიცა, დამახინჯებულია და სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში არიან.
 
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება

უკრაინის დელეგაცია უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც 10–11 ნოემბერს ომის დასრულების გზებსა და...

5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა საკონსტიტუციოში დღეს განახლდება

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეიდან 12:00...

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...