მთავარისიახლეებისაზოგადოებათომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის „ჰიბრიდული ომის“ პრემიერა პრეზიდენტის სასახლეში

თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის „ჰიბრიდული ომის“ პრემიერა პრეზიდენტის სასახლეში

Published on

პრეზიდენტის სასახლეში, რუსეთ-საქართველოს ომიდან ათი წლისთავთან დაკავშირებით, სასახლეში ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის და მედიის წარმომადგენლების მიღება გაიმართა.
 
ღონისძიების ბოლოს თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის „ჰიბრიდული ომის“ პრემიერა შედგა. ღონისძიების ფარგლებში, პრეზიდენტის სასახლეში ასევე ფოტოგამოფენა გაიმართა, სადაც ომის და მისი შედეგების ფოტომასალა იყო წარმოდგენილი.
 
მიღება საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გვიან დასრულდა.
 
„ეს დოკუმენტური ფილმი შეეხება იმ ჰიბრიდულ ომს, რასაც რუსეთი აწარმოებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს წინაშე. ჩვენი ამოცანაც ეგ იყო ზუსტად. ჩვენ მთელ მსოფლიოს გვინდა მოვუყვეთ ამის თაობაზე. საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იყო ამ დოკუმენტურ ფილმზე მუშაობა,“ – განაცხადა თომა ჩაგელიშვილმა

სიახლეები

იმერეთში-კაცმა ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი დაჭრა

პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი ქალი ცივი იარაღით დაჭრა. ამის...

აფგან სადიგოვს ოჯახთან დაკავშირება აეკრძალა – სევინჩ სადიგოვა

აზერბაიჯანში დაკავებულ აფგან სადიგოვს ოჯახთან დაკავშირება აეკრძალა - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი...

ოცნება ევაჭრება დასავლეთს – ნიკა გვარამია

"ბუნებრივია, რომ კიდევ ერთხელ აკეთებს "ქართული ოცნება" იმას, რაც მისი პრაქტიკაა, ავტორიტარული პრაქტიკა, აგროვებს...

მნიშვნელოვანია შიდა ველზე ვინ იქნება პარტიის წარმომადგენელი – ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-ზე

"მე მომხრე ვარ არა რამის დამატების, არამედ პირიქით - ეფექტური უნდა გახდეს ის, რაც...