მთავარისიახლეებიპოლიტიკათომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის „ჰიბრიდული ომის“ პრემიერა პრეზიდენტის სასახლეში

თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის „ჰიბრიდული ომის“ პრემიერა პრეზიდენტის სასახლეში

Published on

პრეზიდენტის სასახლეში, რუსეთ-საქართველოს ომიდან ათი წლისთავთან დაკავშირებით, სასახლეში ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის და მედიის წარმომადგენლების მიღება გაიმართა.
 
ღონისძიების ბოლოს თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის „ჰიბრიდული ომის“ პრემიერა შედგა. ღონისძიების ფარგლებში, პრეზიდენტის სასახლეში ასევე ფოტოგამოფენა გაიმართა, სადაც ომის და მისი შედეგების ფოტომასალა იყო წარმოდგენილი.
 
მიღება საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გვიან დასრულდა.
 
„ეს დოკუმენტური ფილმი შეეხება იმ ჰიბრიდულ ომს, რასაც რუსეთი აწარმოებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს წინაშე. ჩვენი ამოცანაც ეგ იყო ზუსტად. ჩვენ მთელ მსოფლიოს გვინდა მოვუყვეთ ამის თაობაზე. საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იყო ამ დოკუმენტურ ფილმზე მუშაობა,“ – განაცხადა თომა ჩაგელიშვილმა.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...