მთავარისიახლეებიპოლიტიკაროცა მარჯვენამ არ იცის, რას აკეთებს მარცხენა, ან იცის, და თავს თუ...

როცა მარჯვენამ არ იცის, რას აკეთებს მარცხენა, ან იცის, და თავს თუ ჩვენ გვასულელებს

Published on

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, არ იცის, აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა რა კომენტარი გააკეთა, თუმცა შეფასება, რომ „საქართველო აგრესორია და ომი მან დაიწყო“, მისთვის მიუღებელია. 
 
დეპუტატის განცხადებით, საუბარი იმაზე, რომ აგვისტოს ომის პერიოდში მაშინდელი ხელისუფლება გარკვეულ პროვოკაციას წამოეგო, შესაძლებელია, თუმცა, მისი თქმით, ის, რომ ომი რუსეთმა დაიწყო, გადახედვას არ ექვემდებარება.
 
„პირველი – „ქართულ ოცნებას” არ დაუფიქსირებია არც ერთი კონკრეტული კანდიდატის მიმართ მხარდაჭერა. მეორე – ზოგადად, მე არ ვიცი, აგვისტოს ომთან დაკავშირებით ქალბატონმა სალომემ რა კომენტარი გააკეთა, თუმცა, ვინც არ უნდა გააკეთოს კომენტარი, ჩემთვის ნებისმიერ შემთხვევაში ის, რომ “საქართველო აგრესორია და ომი მან დაიწყო”, არის მიუღებელი, მითუმეტეს, რუსეთთან – ოკუპანტ ქვეყანასთან მიმართებით. კი, შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ საქართველოს მაშინდელი ხელსუფლება გარკვეულ პროვოკაციას წამოეგო, შესაძლებელია, გარკვეულ ნაწილში, მაგრამ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო ოკუპანტმა ქვეყანამ და ეს ამბავი გადახედვას ბუნებრივია, არ ექვემდებარება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
 
რამდენიმე დღის წინ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ომი რუსეთმა საუკუნის წინ დაიწყო, თუმცა 2008 წლის საომარი მოქმედებები – საქართველომ. 
„ჩვენ იმ დროს(2008 წელს) ჩავერთეთ რუსეთის პროვოკაციაში და წავედით ამ საომარ ვითარებაში, საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი საომარი ვითარების. ეს არის ყველასთვის ცნობილი და ოფიციალური ვერსია“, -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 
 
ნებისმიერ თავმოყვარექვეყანაში, პოლიტიკოსი მსგავსი  განცახდებისთვის დაუყოვნებლივ   მიიღებდა პასუხს, დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება წაყრუებას არჩევს, ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ,  რა პაუხს მიიღებს სალომე ზურაბიშვილი არჩევნებზე ქართველი  ხალხისგან 

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...