მთავარისიახლეებისაზოგადოებაპირი, რომელიც დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოში შეიჭრა, დაკავებულია

პირი, რომელიც დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოში შეიჭრა, დაკავებულია

Published on

 აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით მიძღვნილი გამოფენის მიმდინარეობისას, დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოში ვიდეო-კამერით შეიჭრა პირი, რომელიც აგრესიულად იქცეოდა და ნატო-ს საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდა.
 
დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ეს პირი ბრიტანელი ჟურნალისტი გრემ ფილიპსია.
„საელჩოს მიერ გამოძახებული იქნა დიპლომატიური პოლიცია, რომელიც მყისიერად გამოცხადდა შემთხვევის ადგილას და შენობაში შეჭრილი პირი დააკავა. ამჟამად მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება – აცხადებს თამარ  ბერუჩაშვილი.
 
„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, დაკავებული ჟურნალისტი გრემ ფილიპსი ადრე უკრაინაში ტელეარხ „Russia Today”-ის შტატგარეშე კორესპონდენტად მუშაობდა. უკრაინაში მუშაობის დროს ქვეყნის უშიშროების სამსახურმა ის ორჯერ დააკავა. 2016 წელს ფილიპსი რიგაში ლატვიურმა პოლიციამაც დააკავა.
 
 

სიახლეები

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...