მთავარისიახლეებიპოლიტიკაომიდან 10 წლის თავზე აშშ კვლავ მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს 2008 წელს ნაკისრი...

ომიდან 10 წლის თავზე აშშ კვლავ მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს 2008 წელს ნაკისრი ვალდებულებები

Published on

ათი წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან. 2008 წლის 7-8 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში მობილიზებული რუსული სამხედრო დანაყოფებისა და ოსი სეპარატისტების პროვოკაციები ფართომასშტაბიან შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა.ომიდან 10 წლის თავზე, შეერთებული შტატები კვლავ მოუწოდებს რუსეთს გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და შეასრულოს 2008 წელს ნაკისრი ვალდებულებები. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბრიფინგზე განაცხადა. ჰიზერ ნოიერტის თქმით, ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია და შეერთებული შტატების პოზიცია ამ საკითხზე უცვლელია."შეერთებული შტატების პოზიცია რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, მტკიცე და ურყევია. ეს რეგიონების საქართველოს შემადგენელი ნაწილია და ისინი არ ეკუთვნის რუსეთის. შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოდან, ომამდელ პოზიციებზე, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად. რაც შეეხება საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და ეს პროცესი გრძელდება," – განაცხადა ჰიზერ ნოიერტიმ. 10 წლის წინ დადებული შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს რუსეთს გერმანიაც და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცალმხრივ აღიარებას მიუღებლად მიიჩნევს. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, ქვეყანა კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან 10 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები დანიის, იაპონიის, სლოვაკეთისა და სხვა ქვეყნების საგარეო უწყებებმაც გაავრცელეს.

სიახლეები

“ზვიად ცეცხლაძე ვინახულე, მითხრა, რომ წერილი მან დაწერა” – რა გაარკვია ბორის ჩელე ყურუამ

20 მაისს "დაფიონის" მიერ რეჟიმის 17 ტყვის სახელითა და ხელმოწერით გავრცელებულ წერილთან დაკავშირებით, რომელმაც...

21 მაისი ჩერქეზთა გენოციდის დღეა

21 მაისი ჩერქეზთა გენოციდის დღეა „შვიდი წელიწადი ეყარა ადამიანების ძვლები ზღვის ნაპირას. მამაკაცის წვერისა და...

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 მაისს, 09:00 საათიდან დაიწყება

განათლების სამინისტროს ცნობით, პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 მაისს, 09:00 საათიდან დაიწყება და 17 ივნისის...

წერილზე არ უპასუხიათ, თუმცა დუმილიც პასუხია; MEGOBARI აქტი არის მტრული აქტი -კობახიძე

არ უპასუხიათ, თუმცა დუმილიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია - ასე უპასუხა კობახიძემ ჟურნალისტების...