მთავარისიახლეებიპოლიტიკამადამ ფღანგული ბიჟუტეღია საქართველოს რჩეული პრეზიდენტების წინააღმდეგ

მადამ ფღანგული ბიჟუტეღია საქართველოს რჩეული პრეზიდენტების წინააღმდეგ

Published on

სალომე ზურაბიშვილი  შეუდგა საქმეს, რომელიც განსაზღვრავს მის ფავორიტობას ივანიშვილის კარზე.
 
 "გიჟი პრეზიდენტის ახირება, თუ რაღაც უცნაური გარიგება ჩვენს საუკუნოვან მტერთან," – ასე აფასებს სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომს და ისევ საქართველოს ადანაშაულებს.
 
პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, 10 წლის წინ განვითარებულ მოვლენებს კვალიფიკაცია უნდა მიენიჭოს და როგორც ზურაბიშვილი ამბობს, ამას "უგუნურობა" ჰქვია. მისი თქმით საქართველოს დახმარებას ვერავინ ვერ ჰპირდებოდა, ჩვენი ხელისუფლება კი აგრძელებდა საომარ მოქმედებებს.
 
სოციალურ ქსელში იხსენებენ ზურაბიშვილის ასეთივე გამოხდომას ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ.
 
,,მიუხედავად უღრმესი პატივისცემისა, არ შემიძლია არ ვუთხრა მესამე პრეზიდენტს: რა იყო მიშა, ზვიადის აქაური მტრები და მოღალატეები არ გეყო, ცოტა გეყენა გვერდში, პარიზიდანაც რო არ გამოგეწერა ეს ბიჟუტეღია? ფღანგული ბიჟუტეღია და არა ბაჯღლო ოქრო, როგორც მიშას ეგონა, ასე მიესალმა იმ სისხლიან გადატრიალებას, რომელაც თითოეული ჩვენგანის ცხოვრებას დაასვა დაღი.- წერს რეზო შატაკიშვილი და ციტირებს მის მიერ  1992 წლის 7 იანვარს გაკეთებულ განცხადებას: 
 
" ზვიად გამსახურდია, როგორც დიქტატორი, დაამხო დემოკრატიულმა ძალებმა. 
ამისთვის თენგიზ კიტოვანს, ჯაბა იოსელიანს, თენგიზ სიგუას და მთელს ოპოზიციას-დიდი მადლობა. სალომე ზურაბიშვილი.''
 
ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია იხსენებს სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შარებს 2007-ში:
 
"თუკი ჩვენმა რადარებმა დააფიქსირეს თვითმფრინავების შემოსვლა, აფრინდნენ კი ჩვენი თვითმფრინავები იმისთვის რომ კონტრიერიში მიეტანათ?… თუ ჩვენ ტყუილად ვხარჯავთ ფულს თავდაცვაში!!! "
 
ანუ მაშინ, თუ ბომდამშენი შემოფრინდა, ომი რატომ არ დავიწყეთო, იმას კიოდა,  და,  როდესაც 2008 რუსეთის არმია შემოიჭრა და საქართველომ პასუხი გასცა, ახლა კივილი დაიწყო – რატომ უპასუხა, ომი დაიწყოო!!!
 
ზურაბიშვილის ძირითადი დანიშნულება და "მოღვაწეობის" ქვაკუთხედი საქართველოს დადანაშაულება, გაშავება და მტერი სახელმწიფოს – რუსეთის გათეთრებაა სამყაროს თვალში.
 
"ოცნება" პრეზიდენტად გვთავაზობს მტერი სახელმწიფოს ინტერესების ღია გამტარებელს, ქალად რეინკარნირებულ სერგო ორჯონიკიძეს! არ გამოგივათ. – წერს ნიკა მელია
 

 
 
 
 

სიახლეები

მტკვარში გადავარდნილი მანქანის ძებნისას მაშველებმა 45 დღის წინ დაკარგული სტუდენტის ცხედარი იპოვეს

მტკვარში გუშინ გადავარდნილი მანქანისა და სალონში მყოფი ორი პირის ძებნის დროს მაშველებმა მდინარეში უცნობი...

მტკვარში მანქანით გადავარდნილ ორ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ

“თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო-სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში...

შეჯახების შედეგად დაზიანებული მოზარდებიდან ერთი ხელოვნურ კომაშია, მეორეს თავზე ოპერაციას უტარებენ

ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული სამი მოზარდიდან ერთ-ერთის მდგომარეობა, რომელმაც თავის...

“არანაირი გირაოს გადახდას არ ვაპირებ” – ნიკა გვარამია

ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების შემდეგ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ წულუკიანის კომისიაე არგამოცხადების...