მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ჯორჯ ბუში მართალი იყო, როდესაც აღნიშნა, რომ პუტინი საკმაოდ ცივსისხლიანია, რათა ომები...

“ჯორჯ ბუში მართალი იყო, როდესაც აღნიშნა, რომ პუტინი საკმაოდ ცივსისხლიანია, რათა ომები დაიწყოს პირადი ურთიერთობების გამო”- სააკაშვილი

Published on

მედვედევი ნულია. ვფიქრობდი, რომ რუსეთის პრეზიდენტთან მქონდა საქმე და აღმოჩნდა, რომ არაფერს წარმოადგენს, უბრალოდ არარაობაა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რადიოსადგურ Эхо Москвы-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, დიმიტრი მედვედევმა მას განუცხადა, რომ „ის არ იღებს გადაწყვეტილებებს, რომ მოსკოვში ჟანრის სულ სხვა კანონები მოქმედებს“.
ინტერვიუში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ასევე შეეხო პუტინთან მის ურთიერთობებს.
„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ეს საუბრები იმის თაობაზე, რომ მე პირადი გაუგებრობა მქონდა პუტინთან და ამის გამო დაიწყო ომი, სრული სისულელეა. ჯორჯ ბუში მართალი იყო, როდესაც აღნიშნა, რომ პუტინი საკმაოდ ცივსისხლიანია, რათა ომები დაიწყოს პირადი ურთიერთობების გამო. მე არასოდეს მქონია მასთან კონფლიქტები. ჩვენ ყოველთვის გვქონდა თავაზიანი საუბრები. ის ჩემთან ყოველთვის თავშეკავებული იყო. მის მხრიდან უპატივცემულობას არ ვგრძნობდი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 
მისივე თქმით, პუტინისთვის პრობლემა იყო ის, რომ საქართველომ წარმატებული რეფორმები ჩაატარა.
„ის სააკაშვილის გამო კი არ დაესხა თავს საქართველოს, არამედ იმიტომ, რომ წერტილი დაესვა საქართველოს რეფორმებისთვის. მე მისთვის რეფორმების სიმბოლო ვიყავი“, – აღნიშნა მან. 

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...