მთავარისიახლეებისაზოგადოებაგუშინ მუხათგვერდში ქულებზე მონადირე ხელისუფალთა რიგი დადგა, ჭირისუფლები კი თავს მიტოვებულად...

გუშინ მუხათგვერდში ქულებზე მონადირე ხელისუფალთა რიგი დადგა, ჭირისუფლები კი თავს მიტოვებულად გრძნობენ

Published on

„ქვისთვის კი არ უნდა გამოეხატათ მწუხარება, ჩვენთვის უნდა ეთქვათ მშობლებისთვის“-ეს განცხადება მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალული ზაურ თენიაშვილის დედამ გააკეთა რუსთავი 2 – იი ჟურნალისტთან საუბარში . ის მთავრობის წევრების მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობს. ნუნუ თენიაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას შვილმკვდარი მშობლების ეშინია და სწორედ ამ მიზეზით მივიდნენ ისინი მუხათგვერდის ძმათა სასაფალაოზე 7 აგვისტოს და არა 8-ში, როდესაც ადგილზე აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების მშობლები მიდიან.
 
„დღეს ავტობუსები უნდა იდგეს იქ და მშობლები მიყავდეს და მოყავდეს. სად არიან? სად არის მთავრობა? ჩვენი თავდაცვის მინისტრი სად არის? დღეს უნდა მოვიდნენ. ჩვენ შვიდში აქ არ ამოვდივართ. ჩვენი საერთო ტრაგედია არის 8. ჩემი ცხრაშია დაღუპული მაგრამ ერთი რიცხვია გაკეთებული და 8-ში ამოვდიოდით ყოველთვის 10 წლის განმავლობაში. მაგრამ ახლა სად არიან? მაგრამ ეშინია ამ მთავრობას. თუ სხედან, ჩვენი შვილების გამო სხედან სკამზე თორემ დღეს შეიძლება სხვანაირი მდგომარეობა ყოფილიყო საქართველოში. ისედაც სხვანაირია. ქვისთვის კი არ უნდა მიეცათ მწუხარება, ჩვენთვის უნდა ეთქვათ მშობლებისთვის. დედამ, რომელმაც შვილის ვერ ნახა, ისე ჩადეს მიწაში, ის არაა დედა?,“-განაცხადა ნუნუ თენიაშვილმა. 

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...