მთავარისიახლეებისაზოგადოებაგიორგი მარგელაშვილი: ,,ეს იყო თავისუფალ საქართველოზე ვერაგული თავდასხმის კიდევ ერთი ტალღა''

გიორგი მარგელაშვილი: ,,ეს იყო თავისუფალ საქართველოზე ვერაგული თავდასხმის კიდევ ერთი ტალღა”

Published on

გამარჯვება და ქვეყნის გამთლიანება უფრო ახლოს არის, არ გამტყდარა არც ჩვენი მორალი, არც ჩვენი რწმენა და მხარდამჭერების რაოდენობაც გაზრდილია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. 
 
მისი თქმით, 2008 წლის ომი არ იყო პირველი თავდასხმის შემთხვევა საქართველოზე, ეს იყო ვერაგული თავდასხმის კიდევ ერთი ტალღა.
 
„10 წელი გავიდა აგვისტოს ტრაგედიიდან. კიდევ ერთხელ მინდა ყველას შევახსენო, რომ ეს არ იყო პირველი თავდასხმა თავისუფალ საქართველოზე. პირველად რუსეთი შეეცადა დავესაჯეთ ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე წლებში, ეს იყო 90-იანების ომი, რომელსაც რუსეთი აწარმოებდა, როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში. 10 წლის წინ იყო ვერაგული თავდასხმის კიდევ ერთი ტალღა. დღეს, როდესაც წარსულზე ვფიქრობთ, ჩვენ ვხედავთ, რომ გამარჯვება და ქვეყნის გამთლიანება უფრო ახლოს არის. არ გამტყდარა არც ჩვენი მორალი, არც ჩვენი რწმენა და მხარდამჭერების რაოდენობა გაზრდილია. ყველა ის ადამიანი, ვისაც დღეს სიმძიმე აქვს გულში, მინდა ვანუგეშო, რომ ყოველი დღე, ყოველი თვე გვაახლოვებს ქვეყნის გამთლიანებასთან და არ გვაშორებს. ასე ხდებოდა მანამდეც, ასე მოხდება მომავალშიც“, – განაცხადა მარგველაშვილმა..
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...