მთავარისიახლეებისაზოგადოებააბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების შედეგების გასაჩივრება ხვალიდან შეეძლებათ

აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების შედეგების გასაჩივრება ხვალიდან შეეძლებათ

Published on

აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების შედეგების გასაჩივრება ხვალიდან, 9 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ.
 
როგორცშეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძემ განაცხადა, აპელაცია ფასიანია და თუ ნაშრომის შეფასება შეიცვალა, აბიტურიენტს თანხა დაუბრუნდება. 
 
„ხვალიდან დაიწყება სააპელაციო განაცხადების მიღება. ფასიანია აპელაცია, 50 ლარია შესატანი. ონლაინ აკეთებს განაცხადს აბიტურიენტი და იმ შემთხვევაში, თუკი ნაშრომის შეფასება შეიცვლება, აბიტურიენტს თანხა უბრუნდება. აპელაციის შემდეგ გამოქვეყნდება სტატისტიკური ანალიზი თითოეულ საგანში, საბოლოო შედეგები და შემდეგ უკვე გამოქვეყნდება, თუ ვინ მოიპოვა სახელმწიფო გრანტი და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება“, – განაცხადა ივა მინდაძემ. 
 
დღეს უკვე ცნობილი გახდა ლიტერატურის გამოცდის შედეგებიც და ამით დასრულდა ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება.
 
ივა მინდაძის თქმით, ლიტერატურის გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტების 90%-მა გადალახა. 
„3000-ზე მეტმა აბიტურიენტმა დაწერა ლიტერატურის გამოცდა. პირველადი მონაცემებით, დაახლოებით 90%-მა გადალახა ზღვარი“, – განაცხადა ივა მინდაძემ. 
 
 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...