მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილის სკანდალურ განცხადებაზე მმართველი გუნდი შეფასებას არ აკეთებს

სალომე ზურაბიშვილის სკანდალურ განცხადებაზე მმართველი გუნდი შეფასებას არ აკეთებს

Published on

რუსეთ-საქართველოს ომი და დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სკანდალური განცხადება – საპრეზიდენტო კანდიდატი საქართველოს აგვისტოს ომის დაწყებაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს. 
 
ზურაბიშვილი ამბობს, რომ პოზიცია საკითხთან დაკავშირებით 10 წლის შემდეგაც არ შეუცვლია.
 
მმართველი გუნდის ნაწილი გაცხადების კომენტირებისგან თავს იკავებს, მეორე ნაწილი კი შეფასებას არ იზიარებს. 
 
"ქართული ოცნების" ლიდერებს არ აქვთ პასუხი კითხვაზე – როგორ შეიძლება პრეზიდენტის პოსტი დაიკავოს ადამიანმა, რომელიც საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებაში ადანაშაულებს.
 
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებებზე საუბრისგან დღეს თავი შეიკავა. 
 
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა თავად უნდა განმარტოს საკუთარი განცხადება.
 
ზურაბიშვილის აზრს არ იზიარებს პარლამენტის წევრი, ისნის მაჟორიტარი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე. 
 
„მე ამ შემთხვევაში ვერ გავიზიარებ ქალბატონი სალომეს აზრს იმიტომ, რომ მე ვთვლი, რომ ნებისმიერი ომის დაწყება ეს არის ყოველთვის ძლიერი მხარის პრეროგატივა იმიტომ, რომ სუსტი ვერასდროს ვერ დაიწყებს ომს, ლოგიკა ამაში არის. როგორ შეიძლება იდგეს ორმეტრიანი კაცი და მას გაუბედოს 5 წლის ბავშვმა მუშტების რტყმა, თუ ის არ მისცემს ამის საშუალებას,“ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

სიახლეები

სუსის უფროსად მდინარაძეს გელა გელაძე ანაცვლებს

"ქართულ ოცნებაში" სამთავრობო ცვლილებებია - ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა ინფორმაცია, რომ გეკა...

მაკა ჩიხლაძე: „ოცნება“ მსოფლიო „სამარცხვინო დაფაზეა“ გამოკრული

"შაბათის ეთერის" გამომძიებელი ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე, რომელიც აქციაზე ძალადობის მსხვერპლი გახდა, აცხადებს, რომ საერთაშორისო...

სარჯველაძის პასუხი მიუღებელია, პროტესტს გავაგრძელებთ – დიუშენით დაავადებულების მშობლები

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ნაწილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს პასუხობს. ისინი ამბობენ, რომ...

მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას-კალასი

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს,...