მთავარისიახლეებიპოლიტიკაფედერიკა მოგერინი: ევროკავშირი კიდევ ერთხელ გამოთქვამს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე...

ფედერიკა მოგერინი: ევროკავშირი კიდევ ერთხელ გამოთქვამს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას

Published on

ევროკავშირი კიდევ ერთხელ გამოთქვამს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავს ეხება. მოგერინი კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მზადყოფნას, გააგრძელოს საქართველოში სტაბილიზაციის და კონფლიქტის მოგვარებაზე მიმართულ ძალისხმევაში ჩართულობა. 
 
„დღეს რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის 10 წლისთავს აღვნიშნავთ. ევროკავშირის მიერ საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მხარდაჭერა ისეთივე მყარია, როგორ ყოველთვის. ევროკავშირი კიდევ ერთხელ გამოთქვამს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სამწუხაროდ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთს კვლავ ჰყავს სამხედრო ძალები, რაც არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას და რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებებს, რომლებიც გათვალისწინებულია ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, გააგრძელოს საქართველოში სტაბილიზაციის და კონფლიქტის მოგვარებაზე მიმართულ ძალისხმევაში ჩართულობა და მონაწილეობა, მათ შორის, ჟენევის ფორმატში გამართული დისკუსიების თანათავმჯდომარის რანგში; ასევე, დაეხმაროს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევას და გააგრძელოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა ადგილზე“, – ნათქვამია მოგერინის განცხადებაში.
 
ამასთან, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ყურადღებას ამახვილებს, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ წინადადებათა პაკეტზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და აცხადებს, რომ წინადადებებს სარგებლის მოტანა შეუძლია ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოქალაქეებისთვის. 
 
„ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ წინადადებათა პაკეტს „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელსაც სარგებლის მოტანა შეუძლია ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოქალაქეებისთვის ვაჭრობის გამარტივების, განათლებისა და მობილობის საშუალებით. ამ ტიპის წინადადებები სრულად შეესაბამება ევროკავშირის ჩართულობის პოლიტიკას საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებთან მიმართებაში. ამ ათი წლის განმავლობაში საქართველომ განამტკიცა დემოკრატიული ინსტიტუტები და განახორციელა რეფორმები კანონის უზენაესობის სფეროში. საქართველომ წარმატებით განავითარა ეკონომიკა და მნიშვნელოვანი მიმართულება გახდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ტურიზმისათვის. დღეს ის რეგიონში დემოკრატიული სტაბილურობის მისაბაძი მაგალითია. ამასთან, ევროკავშირმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ასოცირების შესახებ ფართომასშტაბიან შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, რაც მომდევნო წლებში ჩვენს შორის ორმხრივ ურთიერთობებს განსაზღვრავს. 2017 წლის მარტში საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალაში შევიდა უვიზო მიმოსვლა მოკლევადიანი ვიზიტებისთვის. ევროკავშირის საქართველოსთან ურთიერთობა ჭეშმარიტი პარტნიორობაა, რომელიც პოლიტიკურ ასოცირებას, ეკონომიკურ ინტეგრაციასა და ჩვენს ხალხებს შორის მტკიცე მეგობრობას ეფუძნება“, – ნათქვამია ფედერიკა მოგერინის განცხადებაში. .

სიახლეები

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...