მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ივანიშვილი ნებით არაფრით დაუშვებდა თუნდაც ოდნავი ამბიციების მქონე ადამიანის პრეზიდენტობას - ...

,,ივანიშვილი ნებით არაფრით დაუშვებდა თუნდაც ოდნავი ამბიციების მქონე ადამიანის პრეზიდენტობას – ესე იგი პირდაპირ უბრძანეს კრემლიდან”

Published on

,,ივანიშვილი არაფრით არ დაუშვებდა თუნდაც ოდნავი ამბიციების მქონე ადამიანის პრეზიდენტობას – წერს პოლიტისკოსი თამარ ჩხეიძე თავის პირად ფეისბუქგვერდზე –  და თუ დაუშვებს და გაიყვანს, ესე იგი პირდაპირ უბრძანეს კრემლიდან.
სალომეს კანდიდატურა კი პუტინისთვის პირდაპირ განძია. საქართველოს პრეზიდენტი რომ განაცხადებს თავად, ჩვენ დავიწყეთ ომიო, როგორია???
არაო, ერთი საუკუნის წინ კი დაიწყო რუსეთმა, მაგრამ ახლა საქართველომო!
ასეთ აბსურდს და უსინდისობას რომ საერთოდ ნებისმიერი ადამიანი იტყვის და მით უფრო ემიგრანტული წარმოშობის ქართველი!
ქართული სოფლები იბომბებოდა, რუსები უკვე შემოსული იყვნენ და საერთოდ საკუთარი ტერიტორიის დაცვა საკუთარ ტერიტორიაზე როდის აქეთ ითვლება ომის დაწყებად?!
ეს უბრალოდ მარაზმი არ არის, ეს პირდაპირი თანამშრომლობაა მოწინააღმდეგესთან საკუთარი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების ხარჯზე!''

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...