მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგი უგულავა: ,,მადამ ზურაბიშვილი - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს „სამუდამო დაკარგვის...

გიგი უგულავა: ,,მადამ ზურაბიშვილი – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს „სამუდამო დაკარგვის შეგუების პრეზიდენტი“

Published on

„მადამ პრეზიდენტი“ მთელ მსოფლიოში ივლის და შეეცდება ყველა „დაარწმუნოს“, რომ ომი საქართველომ დაიწყო, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა წერს.
უგულავას თქმით, სალომე ზურაბიშვილი იქნება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს „სამუდამო დაკარგვის შეგუების პრეზიდენტი“.
 
„ომი {2008 წლის} საქართველომ დაიწყო – ამ განცხადებით სალომე ზურაბიშვილმა 28 ოქტომბერი რეფერენდუმად აქცია. ამიტომ, „ოცნების“ ამომრჩეველს (არა პარტიას) მინდა მივმართო. "მადამ პრეზიდენტი" ივანიშვილს 2024 წლის მერე სჭირდება საფრანგეთში მორიგ პერსონალურ ლობისტად. არავისთვის არაა საიდუმლო, რომ ივანიშვილის ავლა-დიდების სამშობლო საფრანგეთია. როგორც პრეზიდენტი, ის მთელს მსოფლიოში ივლის და შეეცდება ყველა "დაარწმუნოს" – ომი საქართველომ დაიწყო. ის იქნება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სამუდამო დაკარგვის შეგუების პრეზიდენტი. ამიტომ ის გაცილებით დიდ ზიანს მოიტანს, ვიდრე ახლა წარმოგვიდგენია და ვიდრე პრეზიდენტს დარჩენილი ფუნქციებით შეუძლია. "ოცნების" ამომრჩევლებო, თქვენი პარტია ფატალურ შეცდომას უშვებს – ნუ იზამთ იგივეს. ყოველგვარი პათეთიკის გარეშე, შთამომავლობა არ გვაპატიებს”, – წერს გიგი უგულავა. 
 
შეგახსნებთ, რომ დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის პოსტზე გუშინ საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად დაასახელა. 
 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....