მთავარისიახლეებიპოლიტიკაეს ომი არ დაწყებულა 2008 წელს, ეს ომი დაიწყო 1989 წლის 9...

ეს ომი არ დაწყებულა 2008 წელს, ეს ომი დაიწყო 1989 წლის 9 აპრილს- მიხეილ სააკაშვილი

Published on

ეს ომი არ დაწყებულა 2008 წელს, ეს ომი დაიწყო 1989 წლის 9 აპრილს, გაგრძელდა ცხინვალის კონფლიქტით, შემდეგ აფხაზეთის ფართომასშტაბიანი ომით, სადაც რუსეთმა მოახერხა და 500 000-მდე აფხაზეთის მკვიდრი აფხაზეთის ტერიტორიიდან გააძევა და აფხაზეთზე ჩაიგდო ხელში კონტროლი, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით „ფეისბუქში“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. 
 
მისი თქმით, რუსეთი საქართველოს არსებობას 2003 წლამდე  „ითმენდა“, რადგან საქართველო არშემდგარი სახელმწიფო იყო, თუმცა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ვითარება შეიცვალა. ამასთან, სააკაშვილის თქმით, აჭარის დაბრუნების შემდეგ, მას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დაურეკა და უთხრა, რომ მომავალში „არანაირი საჩუქრები აღარ იქნებოდა“.
 
„2018 წლის 7 აგვისტოს სრულდება 10 წელი რუსეთ-საქართველოს ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან. ეს იყო ძალიან მძიმე, ტრაგიკული და ამავე დროს ძალიან გმირული მომენტი ჩვენი ისტორიის. მე მინდა, დღეს რამდენიმე საკითხზე გესაუბროთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში ვთქვათ, რომ ეს ომი არ დაწყებულა 2008 წელს, ეს ომი დაიწყო 1989 წლის 9 აპრილს, გაგრძელდა ცხინვალის კონფლიქტით, შემდეგ აფხაზეთის ფართომასშტაბიანი ომით, სადაც რუსეთმა მოახერხა და 500 000-მდე აფხაზეთის მკვიდრი აფხაზეთის ტერიტორიიდან გააძევა და აფხაზეთზე ჩაიგდო ხელში კონტროლი, შემდეგ ეს გრძელდებოდა ძალიან ბევრ პროვოკაციაში, მაგრამ 2003 წლამდე რუსეთი საქართველოს არსებობას ითმენდა, რადგან საქართველო არშემდგარი სახელმწიფო იყო. ეს იყო ტერიტორია, სადაც იყო კორუფცია, კონტრაბანდა, ხალხი იყო უკიდურესად იმედგაცრუებული და ამიტომ რუსეთს განსაკუთრებული ქმედებების განხორციელება არ სჭირდებოდა, 2003 წელს მოხდა „ვარდების რევოლუცია“, 2004 წლიდან დაიწყო რეფორმები, რომელმაც მართლა აღაფრთოვანა თანდათან მთელი მსოფლიო და 2004 წელს ჩვენ კონტროლი დავიბრუნეთ აჭარაზე, ტერიტორიაზე, რომელსაც მთლიანად რუსეთი აკონტროლებდა. ეს იყო პირველი შემთხვევა საბჭოთა კავშირის დაშლის დროიდან, როდესაც რუსეთს ვიღაცამ ტერიტორია წაართვა და მაშინ მე პუტინმა დამირეკა და მითხრა, რაც მოხდა, მოხდა, მაგრამ ამის მერე იცოდე, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არანაირი საჩუქრები ჩვენგან არ გექნებათ და მან დაიწყო ფართომასშტაბიანი კონფლიქტისთვის მზადება“, – განაცხადა სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში.

სიახლეები

მტკვარში გადავარდნილი მანქანის ძებნისას მაშველებმა 45 დღის წინ დაკარგული სტუდენტის ცხედარი იპოვეს

მტკვარში გუშინ გადავარდნილი მანქანისა და სალონში მყოფი ორი პირის ძებნის დროს მაშველებმა მდინარეში უცნობი...

მტკვარში მანქანით გადავარდნილ ორ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ

“თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო-სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში...

შეჯახების შედეგად დაზიანებული მოზარდებიდან ერთი ხელოვნურ კომაშია, მეორეს თავზე ოპერაციას უტარებენ

ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული სამი მოზარდიდან ერთ-ერთის მდგომარეობა, რომელმაც თავის...

“არანაირი გირაოს გადახდას არ ვაპირებ” – ნიკა გვარამია

ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების შემდეგ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ წულუკიანის კომისიაე არგამოცხადების...