აგვისტოს ომის 10 წლისთავზე სიმბოლურად ენგურის ხიდზე ფრანები გაუშვეს. „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდულმა ფრთამ აქცია ენგურის ხიდზე გამართა,, რომელსაც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი შეუერთდა.„ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ეს ბრძოლა საბოლოო ჯამში საქართველომ მოიგოს და ჩვენი ქვეყანა ვითარდებოდეს, როგორც დამოუკიდებელი თავისუფალი ქვეყანა რაც იყო იმ ადამიანების მთავარი ამოცანა, ვინც თავი დადო სამშობლოსთვის“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.მანამდე „ევროპული საქართველოს“ წევრები დაღუპული ჯარისკაცის, დავით ჯიქიას საფლავზე იმყოფებოდნენ და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.5 დღიანი ომის შედეგად საქართველოს 100 ათასზე მეტი მოქალაქე გახდა დევნილი, დაიჭრა ათას 747 ადამიანი, დაიღუპა 170 ქართველი სამხედრო, 14 პოლიციელი და 300-მდე სამოქალაქო პირი.
აგვისტოს ომის 10 წლისთავზე ენგურის ხიდზე ფრანები გაუშვეს
სიახლეები
სიახლეები
ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...
სიახლეები
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...
სიახლეები
უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან
აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...
მსოფლიო
ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი
უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...