მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის პროკურატურის წინ ქალმა თავის დაწვა სცადა

ზუგდიდის პროკურატურის წინ ქალმა თავის დაწვა სცადა

Published on

ნახუცრიშვილების ოჯახი სოციალურ სამსახურს შვილის დაბრუნებას თხოვს. ამ მიზნით პროკურატურასთან დღეს ცოლ-ქმარმა აქცია გამართა და თავის დაწვა სცადეს.  ფატიმა ნახუცრიშვილი დასა და სიძეს ძალადობაში ადანაშაულებს, მისი თქმით, დის ოჯახი დედაზე ძალადობდა, რომელსაც მისი არასრლწლოვანი შვილი შეესწრო და ჩვენების მიცემის შეცვლით ბავშვზე იძალადეს. მათივე ინფორმაციით, 14 წლის გოგონა სახლიდან სოციალურმა სამსახურმა 23 აპრილს წაიყვანა და მას შემდეგ ნახუცრიშვილებს ის არ უნახავთ. ბავშვის გამზრდელი დედა ამბობს, რომ გოგონა ნაშვილებია და დამ და სიძემ მას სწორედ ეს უთხრეს, რის გამოც ბავშვი არაბიოლოგირ მშობლებზე უარს ამბობს.
საქმის დეტალებზე ჟურნალისტებთან არ საუბრობს ოჯახის ადვოკატი. “ არანაირ ძალადობას არ ქონია ადგილი, ბავშვი თვითონ იყო ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, ჩვენ ვაკვირდებოდით მოვლენებს და იმდენად რთული მდგომარეობა ქონდა ბავშვს, იმუქრებოდა თავის მოკვლით, ოჯახიდან წასვლით და ამიტომ ვიზრუნეთ ბავშვზე და მისი თანხმობით, ბავშვი თვითონ გამოვიდა ჩვენთან და წავიყვანეთ მიმღებ ოჯახში. ის იყო ირიბად მშობლების ( ბიოლოგიური დედისა და მამინაცვლის) კონფლიქტის შემსწრე მუდმივად, ასევე თვითონ ბავშვზე ძალადობდნენ ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და იძულებულები ვიყავით განგვერიდებინა“- გგვითხრა სოციალური სამსახრი წარმომადგენელმა ნატო ქირიამ. კითხვაზე, დაუბრუნდება თუ არა ოჯახს გოგონა, ნატო ქირიას თქმით, ეს დამოკიდებულია თვითონ ბავშვზე, თუმცა ამ ეტაპზე მას არ სურს მათთან დაბრუნება.
 

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...