ვინ და როდის მოხსნა აკრძალვა აფხაზურნომრიანი მანქანების გადაადგილებაზე ენგურს გამოღმა. რატომ გვიმალავენ ოფიციალურ ინფორმაციას ამის შესახებ?

0
439
რამდენიმე დღის წინ ასეთი მანქანები თბილისსა და სამეგრელოში, სოფელ განმუხურში შენიშნეს"- საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე პერიოდულად ჩნდება ავტომობილები ე.წ. აფხაზური ნომრებით. აღნიშნული ავტომობილები, ზოგ შემთხვევაში, სატვირთო მანქანაა, ზოგ შემთხვევაში კი – მსუბუქი ავტომობილი. . მსგავსი ფაქტების ამსახველი ფოტომასალა ხშირად ჩნდება სოციალურ ქსელ "ფეისბუკში". წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით 10-წლიანი აკრძალვა გაუქმებულია, თბილისში ე.წ. აფხაზურნომრიანი მანქანები გამოჩნდნენ.
გამოცემასთან ინტერვიუში თანასწორობისა და შერიგების საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ასეთი მანქანების გადაადგილება სახართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე 2008 წლის ომის შემდეგ აკრძალული იყო და, როგორც ჩანს, ეს აკრძალვა ახლა გაუქმებულია", – 
 
"ზაქარეიშვილის ინფორმაციით, ამ მანქანებით აფხაზეთის რიგითი მცხოვრებლები გადაადგილდებიან და ეს მისასალმებელი ფაქტია – "ძალიან კარგი ფაქტია და მივესალმები ამას. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ეს ყველაფერი საჭირო იყო. "ნაციონალური მოძრაობის" დროს უფრო გადმოდიოდნენ ეს მანქანები და შემდეგ შეწყდა", – აღნიშნა ზაქარეიშვილმა. მისი განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომი შემდეგ მათ გადაადგილება აეკრძალათ, რაც ამჟამინდელი ხელისუფლების დროსაც გრძელდება, რაც, ზაქარეიშვილის შეფასებით, უგუნური ქმედება იყო. "2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ "ნაციონალურმა მოძრაობამ" აკრძალა მათი მოძრაობა, რაც გაგრძელდა "ქართული ოცნების" დროსაც. მე არაერთხელ დავრეკე, როდესაც ვიყავი სახელმწიფო მოხელე, რომ ეს იყო უგნურება და შეზღუდვები არ უნდა ყოფილიყო. ისინი მაქსიმალურად უნდა მოძრაობდნენ", – აცხადებს ის. ზაქარეიშვილის თქმით, აუცილებელი ფაქტია, აფხაზებმა და ოსებმა იმოძრაონ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე იმისთვის, რომ უკეთ შეიცნონ საქართველო, რაც ჩვენ ტრაგიკულ ამბად არ უნდა მივიჩნიოთ. მგონია, რომ რაც შეიძლება მეტმა აფხაზმა და ოსმა უნდა იმოძრაოს მანქანებით თუ უმანქანოდ დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე და ნახონ, როგორია და რა არის საქართველო; ივაჭრონ აქ, წაიღონ ნავაჭრი თავიანთ ქალაქებში, სოფლებში და უფრო მიეჩვიონ საქართველოს. ამაში არანაირი ტრაგედია არ არის და ნუ ვეძებთ იმას, რაც არ არსებობს"
 
რაც შეეხება ნომრებს, . ეს არ არის პოლიტიკა, ეს არის ნივთის ნომერი. ჩვენ აფხაზებსა და ოსებს მათი პასპორტებით ვმკურნალობთ და ეს მიგვაჩნია ნორმალურ მოვლენად. თუკი პიროვნების ხელთ არსებული დოკუმენტით, რომელიც მის იდენტიფიცირებას ახდენს, ვმკურნალობთ, რა პრობლემაა, რომ ნივთის დასახელება იყოს მისაღები? !ეს არის უბრალოდ ნომერი, რომლის იდენტიფიცირებაც ხდება.  – აღნიშნა ზაქარეიშვილმა. მისი განცხადებით, ეს ნომრები ავტომობილის იდენტიფიცირებისთვის საჭირო ატრიბუტია, ისევე, როგორც აფხაზებისა და ოსების პასპორტები – პიროვნების იდენტიფიცირების საშუალება, რაც ჩვეულებრივ ფაქტად უნდა აღვიქვათ", – განაგრძობს გამოცემა.
 
", – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი, რომლის თქმით, "ამიტომ არც უნდა გაუგოს იმ ადამიანებს, ვინც ამის მოწინააღმდეგეა", – დასძენს გამოცემა. 
 
,,ოდიში ნიუსი'' ჩვენის მხრიდან დავძენთ, რომ ერთია, რამდენად მოგვწონს ან არ მოგვწონს აფხაზურნომრიანი მანქანების გადაადგილება დანარჩენ საქართველოში იმ დროს, როცა ქართულნომრიანიმანქანების გადაადგილება სოხუმის სეპარატისტული ხელისუფლებისა
 და ოკუპანტების მიერ  არათუ ოკუპირებულ ტერიტორიოაზე, ენგურის ხიდზეც კი იკრძალება, მეორე და მთავარი საკითხავი  მაინც ის არის, ვინ და როდის მოხსნა აკრძალვა აფხაზურნომრიანი მანქანების გადაადგილებაზე  ენგურს გამოღმა. რატომ გვიმალავენ ოფიციალურ ინფორმაციას ამის შესახებ? დღეს ერთს დაგიმალავენ, ხვალ მეორეს და ერთ დღეს შეიძლება სულ სხვა რეალობის პირობებში აღმოვჩნდეთ. ხალხის წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულება და საჯაროობა ღარ არსებობს? 
წინა სტატია„ისეთი ბრალდებები მოვისმინე, მე თვითონაც ბევრი რამე მიკვირს” – განაცხადა სასამართლოზე ტერორიზმის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულმა მალხაზ ტოხოსაშვილმა
შემდეგი სტატიავინ და როდის მოხსნა აკრძალვა აფხაზურნომრიანი მანქანების გადაადგილებაზე ენგურს გამოღმა. რატომ გვიმალავენ ოფიციალურ ინფორმაციას ამის შესახებ?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური