მთავარისიახლეებიპოლიტიკაროგორ ყიდულობს ქვეყნის მთავარი მძარცველი მოურავების კეთილგანწყობას

როგორ ყიდულობს ქვეყნის მთავარი მძარცველი მოურავების კეთილგანწყობას

Published on

"შაბათის კურიერმა" საქართველოს მთავრობაში არსებულ საიდუმლო ფონდთან დაკავშირებით გაახმაურა ინფორმაცია, რომ . სანდო წყაროს ცნობით, ამ ფონდიდან მინისტრთა კაბინეტის რჩეულებს ათი ათასობით ლარს უხდიან. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ფულის დიდი ნაწილი ფონდში ბიძინა ივანიშვილისგან ირიცხება, რითაც ის პრაქტიკულად ყველა საკვანძო უწყებას ყიდულობს.
 
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოქმედი და ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების დეკლარაციებში არსებული შეუსაბამობებიდან გამომდინარე პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით უკვე მიმართა.
 
„მნიშვნელოვანია, პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება და დაადგინოს, მოსყიდული ჰყავს თუ არა ბიძინა ივანიშვილს მთავრობის წევრები,“ – ეს განცხადება, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი მთავრობის წევრებს დამატებით ანაზღაურებას აძლევს, სანაცვლოდ კი მინისტრები მას ემორჩილებიან.
 
„ამ ქვეყნის მთავარი მძარცველი, როგორც ჩანს, მისი მოურავების კეთილგანწყობას ყიდულობს და საბოლოო ჯამში, შემდეგ აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ მაგალითად, კულტურის მინისტრი ხელს უწერს, საყდრისის აფეთქებაზე. მაგალითად, ეკონომიკის მინისტრი ხელს უწერს 2 მილიონ ნახევარი კვადრატული მეტრის ლარით გადაცემაზე მის დეიდაშვილს. შემდეგ აღმოვაჩენთ, რომ კვირიკაშვილი ყველაფერზე ხელის მომწერია. ჩვენ გვინახავს მისი მოსყიდული პროკურატურა,“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
.
 
 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...