მთავარისიახლეებისამართალი„ისეთი ბრალდებები მოვისმინე, მე თვითონაც ბევრი რამე მიკვირს” - განაცხადა სასამართლოზე ტერორიზმის...

„ისეთი ბრალდებები მოვისმინე, მე თვითონაც ბევრი რამე მიკვირს” – განაცხადა სასამართლოზე ტერორიზმის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულმა მალხაზ ტოხოსაშვილმა

Published on

„ისეთი ბრალდებები მოვისმინე, მე თვითონაც ბევრი რამე მიკვირს”, – ეს განცხადება ტერორიზმის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულმა მალხაზ ტოხოსაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გააკეთა, სადაც მას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა. ტოხოსაშვილმა განაცხადა, რომ ბრალდებას არ ეთანხმება. მისივე თქმით, გამოძიების მიერ მტკიცებულების სახით აღმოჩენილი საბრძოლო მასალა მას არ ეკუთვნის
.
„გამოკითხვის შედეგად, თუ ვინმე ოდესმე საეჭვოდ დამახასიათებს, გავიზიარებ თქვენს ბრალდებას. ამოღებული ვაზნებიდან ზოგი დაშლილი, ზოგი მულაჟი იყო", – განაცხადა მალხაზ ტოხოსაშვილმა პროცესზე.
 
შეგახსენებთ,  დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებულ მალხაზ ტოხოსაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში საქართველოს მოქალაქე მალხაზ ტ.-ს მიმართ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე გამოძიება გრძელდება  
 
სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, აღნიშნული პირი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით). მათივე ინფორმაციით, მალხაზ ტ-ს საცხოვრებელი სახლის და სამსახურის ჩხრეკისას ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, ასევე "ისლამური სახელმწიფოს" სიმბოლიკიანი დროშები და სხვადასხვა ატრიბუტიკა.
 
მალხაზ ტოხოსაშვილი სოფელ ბირკიანიდანაა. ის წლებია უკვე თბილისში ცხოვრობს და მუშაობს.
 
 
 

სიახლეები

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...

უკრაინულმა დრონებმა იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელს დაარტყეს

3 ნოემბრის ღამეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ქალაქ იაროსლავლში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, "სლავნეფტ-იანოსზე", მიიტანეს იერიში....

„ოლე-ოლას” სიმღერის გამო, სოფო ბათილაშვილი სასამართლოში დაიბარეს

“ოლე-ოლას” სიმღერის ვიდეოზე მომღერალ სოფო ბათილაშვილს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს და სასამართლოში იბარებენ. ამის შესახებ მომღერალი...