მთავარისიახლეებიპოლიტიკათბილისში „დინამოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირება მოხდა

თბილისში „დინამოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირება მოხდა

Published on

გუშინ გვიან ღამით თბილისში  წერეთლის გამზირზე, „დინამოსმიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირება მოხდა.  
 
 საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მათი გაშველება და ვითარების განმუხტვა განსაკუთრებული აგრესიით მოქმედი ახალგაზრდების დაკავებით სცადეს., თუმცა .. და .. არ დაემორჩილნენ პატრულინსპექტორებისალექსანდრე ხუჭუას და მალხაზ ხუფენიას კანონიერ მოთხოვნას. მათ პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ინცინდენტის შედეგად  დაშავდა პატრულის თანამშრომელი, პატრულინსპექტორი ალექსანდრე ხუჭუა, რომელიც  ჯანმრთელობის დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო   1991 წელს დაბადებული .. და 1981 წელს დაბადებული .. სამართალდამცველებმა პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.
 
  შსს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ,,გამოძიება . და . მიმართ საქართველოს სსკის 353- მუხლის მე-2 – ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობსპოლიციამ, ასევე, დააკავა ინცინდენტში მონაწილე სამი პირი. 1989 წელს დაბადებული . ., 1979 წელს დაბადებული . ., 1984 წელს დაბადებული .. მათ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166- და 173- მუხლების დარღვევას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს".

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...