მთავარისიახლეებიპოლიტიკათბილისში „დინამოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირება მოხდა

თბილისში „დინამოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირება მოხდა

Published on

გუშინ გვიან ღამით თბილისში  წერეთლის გამზირზე, „დინამოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირება მოხდა.  
 
 საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მათი გაშველება და ვითარების განმუხტვა განსაკუთრებული აგრესიით მოქმედი ახალგაზრდების დაკავებით სცადეს., თუმცა რ.შ. და თ.ძ. არ დაემორჩილნენ პატრულ–ინსპექტორების – ალექსანდრე ხუჭუას და მალხაზ ხუფენიას კანონიერ მოთხოვნას. მათ პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ინცინდენტის შედეგად  დაშავდა პატრულის თანამშრომელი, პატრულ–ინსპექტორი ალექსანდრე ხუჭუა, რომელიც  ჯანმრთელობის დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო   1991 წელს დაბადებული რ.შ. და 1981 წელს დაბადებული თ.ძ. სამართალდამცველებმა პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.
 
  შსს–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ,,გამოძიება რ. შ–ს და თ. ძ–ს მიმართ საქართველოს სსკ–ის 353-ე მუხლის მე-2 – ე ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. პოლიციამ, ასევე, დააკავა ინცინდენტში მონაწილე სამი პირი. 1989 წელს დაბადებული გ. ბ., 1979 წელს დაბადებული ჯ. ნ., 1984 წელს დაბადებული თ.ს. მათ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს".

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...