მთავარისიახლეებისაზოგადოებადაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას ნაწლავური ინფექციების შესახებ აფრთხილებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას ნაწლავური ინფექციების შესახებ აფრთხილებს

Published on

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ზაფხულში ნაწლავური ინფექციების შესახებ აფრთხილებს და ჰიგიენური ნორმების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდებს.
ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, პაატა იმნაძის თქმით, ზაფხულში განსაკუთრებით აქტიურდება ნაწლავური ინფექციები, რომელიც თირკმლის გართულებებსაც იწვევს. მიმდინარე სეზონზე მსგავსი ინფექციით 45 პაციენტი დაფიქსირდა.როგორც იმნაძე აცხადებს, სოფლებში მსგავსი ინფექციების გამომწვევი ჩხირების წყალში, ხილსა და ბოსტნეულში მოხვედრის დიდი ალბათობაა, ამიტომაც აუცილებელია, საკვები პროდუქტების კარგად, გამდინარე წყალში გაირეცხოს.მისი თქმით, გართულებების დაფიქსირებისთანავე მოქალაქემ ექიმს უნდა მიმართოს.„ანტიბიოტიკების გამოყენებამ შესაძლოა, გამოიწვიოს რისკი. ამიტომ ამას კვალიფიციური მკურნალობა სჭირდება. აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა, ბავშვებს ხელები სველი ხელსახოცებით დავუმუშავოთ და  ნებისმიერი სახის საკვებთან ვიყოთ ფრთხილად, ნუ მივიღებთ თერმული დამუშავების გარეშე, კარგად უნდა გაირეცხოს გამდინარე სუფთა წყლით“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.როგორც მან აღნიშნა, მსგავსი ტიპის ნაწლავური ჩხირები 2009-2011 წლებში ფიქსირდებოდა. წელს კი, მსგავსი გართულებები სხვა ქვეყნიდან საქართველოს მაღალმთიან რაიონებში დასასვენებლად ჩასულ ბავშვებში გამოვლინდა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...