მთავარისიახლეებისამართალიროგორ ერძვის ხელისუფლება ზაზა სარალიძეს და... მედიას

როგორ ერძვის ხელისუფლება ზაზა სარალიძეს და… მედიას

Published on

გორის სასამართლოსთან  რადიო "მოზაიკის" თანამშრომლები ზაზა სარალიძესთან ერთად  აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები იმ 500 ლარიან ადმინისტრაციულ ჯარიმას აპროტესტებენ, რომელიც რადიოს დირექტორის გვანცა დოლუაშვილს დაეკისრა.
 
დოლუაშვილმა გორში ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი წარწერები „მოკლულია 2 მოსწავლე“, „მკვლელი ქუჩაშია“, „სამართალი სად არის?!“ ასფალტზე დაწერა.
 
აქციაზე იმყოფება თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე. 
 
წარწერების გამოჩენიდან დაახლოებით 2 თვის მერე, გორის სათემო რადიო „მოზაიკას“ დირექტორისთვის ცნობილი გახდა, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული იყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება – პოლიცია მას ქალაქის იერსახის დამახინჯებაში ადანაშაულებს და ქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის სასამართლომ 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...