მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად კონსულტაციებს 6 აგვისტოდან დაიწყებს

პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად კონსულტაციებს 6 აგვისტოდან დაიწყებს

Published on

მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობიდან ნინო გვენეტაძის გადადგომას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისმა გადადგომამ სასამართლო სისტემაში არსებული არაერთი პრობლემა გააშიშვლა.„ორშაბათიდან ვიწყებ ფართო კონსულტაციებს, რომელიც მოიცავს უაღრესად გახსნილ, დემოკრატიულ ჩართულობას, ყველა იმ პირისა, რომელსაც ძალუძს სახელმწიფოს ახალი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევაში დაეხმაროს. დღეს განსაკუთრებით მინდა მოგიწოდოთ აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, იურისტებს, იმ ადამიანებს, ვინც წლების განმავლობაში საქართველოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღებაზე მუშაობდნენ, ჩაერთოთ ამ პროცესში, რომლის მიზანიც უნდა იყოს ისეთი ადამიანის შერჩევა, რომელიც შეძლებს დაიწყოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღება; რომელსაც ექნება საკმარისი კვალიფიკაცია და აგრეთვე მორალური ძალა; რომელსაც ექნება საზოგადოების მხარდაჭერა. ეს უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ დაიწყოს სასამართლო სისტემაში ის პოზიტიური პროცესები, რომლებიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი დემოკრატიისთვის. 
ეს დაიწყება ორშაბათიდან და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, როგორც საზოგადოება, როგორც სახელმწიფო, შევძლებთ გავიაზროთ ის გამოწვევა, რომელიც ჩვენს წინაშე დგას. შევძლებთ მივხვდეთ, რომ დღეს ქალბატონი ნინოს გადადგომით გაშიშვლდა ის მრავალი პრობლემა, რომლის თაობაზეც არაერთხელ და არაერთი ჩვენი პარტნიორი, ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტული იურისტები და ამ დარგის სპეციალისტები აღნიშნავდნენ. სასამართლო სისტემა უნდა გაჯანსაღდეს – ეს არის გამოწვევა, რომელიც უდრის ჩვენი დემოკრატიის, ჩვენი სახელმწიფოებრიობის. ჩვენი სამართლებრივი პროცესის უზრუნველყოფას“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...