მთავარისიახლეებისაზოგადოებამესტიის რაიონი სტიქიის საფრთხის წინაშეა - მოსახლეობის ნაწილმა ბავშვები გახიზნა

მესტიის რაიონი სტიქიის საფრთხის წინაშეა – მოსახლეობის ნაწილმა ბავშვები გახიზნა

Published on

მესტიის სოფლების ნაწილი ამ დრომდე გახიზნულია და სახლებში დაბრუნებას ვერ ბედავს. ლეხზირის მწვერვალიდან ჩამოშლილმა ყინულმა მდინარე მესტია ჭალას კალაპოტი ჩაკეტა და მდინარის წყალი შეაგუბა.ადგილობრივები ამბობენ, რომ მდინარის კალაპოტიდან წყლის მხოლოდ მცირე ნაწილი გამოედინება, რაც იმის საშიშროებას ქმნის, რომ ღვარცოფმა და მესტიიდან ჩამოშლილმა ქვა ღორღმა სოფლები დატბოროს.თავად ლეხზირის მწვერვალთან მიახლოება, საიდანაც ყინული დაიძრა ვერტმფრენით ვერ მოხერხდა. ამიტომ მაშველები მთაზე ფეხით ავიდნენ და ადგილი დაათვალიერეს.სამაშველო სამსახურის უფროსი ამბობს, რომ საფრთხე იმდენად დიდია, რომ სპეციალისტებს უკვე აქვს ევაკუაციის გეგმა.მესტიის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ყინულის დნობის მიზეზი ჰესის მშენებლობაა, რომელიც ადგილობრივების აზრით, მესტიას ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დააყენებს.
გარემოს დაცვის სამინისტრო კი განმარტავს, რომ ლეხზირის მწვერვალიდან 400 მეტრში, ყინულის ჩამოსვლის შედეგად წყალი შეგუბდა, თუმცა ამ დროისთვის მდინარის კალაპოტში წყლის დონე ნორმის შესაბამისია.
მაშველები ამ დრომდე ადგილზე რჩებიან.

სიახლეები

იმერეთში-კაცმა ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი დაჭრა

პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი ქალი ცივი იარაღით დაჭრა. ამის...

აფგან სადიგოვს ოჯახთან დაკავშირება აეკრძალა – სევინჩ სადიგოვა

აზერბაიჯანში დაკავებულ აფგან სადიგოვს ოჯახთან დაკავშირება აეკრძალა - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი...

ოცნება ევაჭრება დასავლეთს – ნიკა გვარამია

"ბუნებრივია, რომ კიდევ ერთხელ აკეთებს "ქართული ოცნება" იმას, რაც მისი პრაქტიკაა, ავტორიტარული პრაქტიკა, აგროვებს...

მნიშვნელოვანია შიდა ველზე ვინ იქნება პარტიის წარმომადგენელი – ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-ზე

"მე მომხრე ვარ არა რამის დამატების, არამედ პირიქით - ეფექტური უნდა გახდეს ის, რაც...