მთავარისიახლეებისაზოგადოებამეხუთე დღეა, რაც 54 წლის პანკისელ მამაკაცს ოჯახი ეძებს

მეხუთე დღეა, რაც 54 წლის პანკისელ მამაკაცს ოჯახი ეძებს

Published on

მეხუთე დღეა, რაც 54 წლის პანკისელ მამაკაცს ოჯახი ეძებს. ოთარ ხანგოშვილი სოფელ დუისიდანაა. ოჯახის ინფორმაციით, ის ჩეჩნეთში იმყოფებოდა და ლარსის სასაზღვრო პუნქტი 28 ივლისს გადმოკვეთა, რის შემდეგაც გაუჩინარდა.
"ჩეჩნეთში იყი და საქართველოში ბრუნდებოდა. როგორც ვიცით სავიზო რეჟიმის ერთდღიანი დარღვევის გამო რუსეთის მხარემ უკან გააბრუნა ვლადიკავკაზში, მაგრამ ჯარიმის გადახდის შემდეგ, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა დაუფიქსირდა. მეხუთე დღეა ჩვენი ძალებით ვეძებთ. დუისის ადგილობრივ პოლიციაში განცხადებაც შევიტანეთ. სადაც შეიძლება გაჩერებულიყო, ყველგან მოვძებნეთ და არსად არაა. ვითხოვთ დაგვეხმარონ და მოგვაძებნინონ", – განაცხადა დაკარგულის მეუღელმ ხადიშათ მარგოშვილმა.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...