მთავარისიახლეებიპოლიტიკაკომისიაში “ქართული ოცნების” კადრების შერჩევა შეიძლება, არჩევნების გაყალბების საფუძველი გახდეს -...

კომისიაში “ქართული ოცნების” კადრების შერჩევა შეიძლება, არჩევნების გაყალბების საფუძველი გახდეს – აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირთაძე

Published on

საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრების შესარჩევი კონკურსი დღეს, 18 საათზე დასრულდება.
 
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დავით კირთაძე პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდებს, ხვალიდან კონკურსანტებს შეხვდეს და გაესაუბროს.
 
დავით კირთაძის თქმით, წევრების შერჩევა CV-ის საფუძველზე ხდება, რაც კომისიას საშუალებას აძლევს, პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მარტივად შეარჩიონ. დავით კირთაძე ითხოვს, კომისიის წევრები გასაუბრების საფუძველზე შეარჩიონ, საერთაშორისო ორგანიზაციებს კი მოუწოდებს, ამ პროცესში ჩაერთონ.
 
კირთაძე ფიქრობს, რომ ეს პროცესი საჭიროა, რათა კომისია მიუკერძოებელი და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტდეს.
მისი თქმით, “ქართული ოცნების” კადრების შერჩევა შეიძლება, არჩევნების გაყალბების საფუძველი გახდეს. 
 
“როგორც მოგეხსენებათ, არჩევნების გამოცხადების შემდეგ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საოლქო საარჩევნო კომისიაში დროებით წევრებზე კონკურსები გამოაცხადა იმისათვის, რომ პროცესი გამჭვირვალე იყოს და არ მოხდეს “ქართული ოცნების” შტაბიდან მოწოდებული კადრების არჩევა, რადგან შემდეგ ეს გამოიწვევს არჩევნების გაყალბებას, რისი საფუძვლიანი ეჭვიც არსებობს. “ქართული ოცნება” ამ ოლქის სრულად დაკომპლექტებას ცდილობს. ამიტომ მოვუწოდებ საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომ ხვალ დილით, 11:00 საათიდან დავიწყოთ კონკურსანტებთან შეხვედრა, რათა გამოცდილი და კვალიფიციური კადრები შეირჩეს, რომლებიც აუცილებლად მიუკერძოებულები იქნებიან, რათა დემოკრატიული, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები ჩატარდეს”, – განაცხადა ცენტრალურ საარჩევნო კომიისის წევრმა, დავით კირთაძემ. 
 

 
რაც შეეხება ცესკოს პოზიციას, მათი ინფორმაციით დროებითი კომისიის წევრებს კანონით დადგენილი წესით შეარჩევენ, რაც გასაუბრებას არ ითვალისწინებს.
 
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.

სიახლეები

წყალმომარაგებისთვის გამოყოფილ 266 მილიონ ლარს „ოცნების“ შემწირველები ინაწილებენ -TI

121.3 მილიონი ლარის კონტრაქტები კონკურენციის გარეშე - „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ კვლევას აქვეყნებს, სადაც სამცხე-ჯავახეთში...

შსს-მ უცხო ქვეყნის 48 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კომპლექსური ღონისძიებების საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 48...

ტიბეტში მიწისძვრას 16 ადამიანი ემსხვერპლა

ტიბეტში მომხდარი 7-მაგნიტუდიანი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა, 54 კი დაშავდა. ინფორმაციას BBC...

ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 830 სამხედრო დაკარგა

ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 830 სამხედრო დაკარგა - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი...