მთავარისიახლეებისაზოგადოებაზოგადი უნარების გამოცდის მინიმალური ბარიერი აბიტურიენტების 13 %-მა ვერ გადალახა

ზოგადი უნარების გამოცდის მინიმალური ბარიერი აბიტურიენტების 13 %-მა ვერ გადალახა

Published on

ზოგადი უნარების გამოცდის მინიმალური ბარიერი აბიტურიენტების 13 %-მა ვერ გადალახა. 
 
როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, . ისინი, სამწუხაროდ, კონკურსს გამოეთიშებიან. 
 
ტესტები სხვადასხვა სირთულის იყო, მესამე ვარიანტი აღმოჩნდა საშუალოზე მარტივი და მისი მინიმალური ზღვარი 24 ქულით განისაზღვრა, პირველი და მეოთხე ვარიანტის 23 ქულით და მეორე ვარიანტის, 22 ქულით – განაცხადა ოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელმა ოფო დოლიძემ.
 
მისივე თქმით, აბიტურიენტები, რომლებმაც რთული ვარიანტი დაწერეს, არ დაიჩაგრებიან, რასაც სკალირების პროცედურა უზრუნველყოფს. 
 
„იმისათვის, რომ არ დაიჩაგრონ ის აბიტურიენტები, რომლებმაც შედარებით რთული ვერსიები შეასრულეს, ჩვენ მერე უკვე სკალირების პროცედურას მივმართავთ. სკალირების პრინციპი არის, რომ ჩვენ ქულებს მაქსიმალურად ვათანაბრებთ ერთმანეთთან. ასე, რომ ამ თვალსაზრისით აბიტურიენტებმა არ უნდა ინერვიულონ, თუ რთული ვარიანტი შეასრულეს, ეს მათ აუცილებლად დაუფასდებათ“, – განაცხადა სოფო დოლიძემ. 
 
დღეს ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გახდა ცნობილი, დანარჩენი გამოცდების შედეგები ეტაპობრივად გამოცხადდება და გრანტების საკითხი მხოლოდ მას შემდეგ გაირკვევა, რაც ყველა გამოცდის ქულები გახდება ცნობილი.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...