მთავარისიახლეებისაზოგადოებაზოგადი უნარების გამოცდის მინიმალური ბარიერი აბიტურიენტების 13 %-მა ვერ გადალახა

ზოგადი უნარების გამოცდის მინიმალური ბარიერი აბიტურიენტების 13 %-მა ვერ გადალახა

Published on

ზოგადი უნარების გამოცდის მინიმალური ბარიერი აბიტურიენტების 13 %-მა ვერ გადალახა. 
 
როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, . ისინი, სამწუხაროდ, კონკურსს გამოეთიშებიან. 
 
ტესტები სხვადასხვა სირთულის იყო, მესამე ვარიანტი აღმოჩნდა საშუალოზე მარტივი და მისი მინიმალური ზღვარი 24 ქულით განისაზღვრა, პირველი და მეოთხე ვარიანტის 23 ქულით და მეორე ვარიანტის, 22 ქულით – განაცხადა ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელმა სოფო დოლიძემ.
 
მისივე თქმით, აბიტურიენტები, რომლებმაც რთული ვარიანტი დაწერეს, არ დაიჩაგრებიან, რასაც სკალირების პროცედურა უზრუნველყოფს. 
 
„იმისათვის, რომ არ დაიჩაგრონ ის აბიტურიენტები, რომლებმაც შედარებით რთული ვერსიები შეასრულეს, ჩვენ მერე უკვე სკალირების პროცედურას მივმართავთ. სკალირების პრინციპი არის, რომ ჩვენ ქულებს მაქსიმალურად ვათანაბრებთ ერთმანეთთან. ასე, რომ ამ თვალსაზრისით აბიტურიენტებმა არ უნდა ინერვიულონ, თუ რთული ვარიანტი შეასრულეს, ეს მათ აუცილებლად დაუფასდებათ“, – განაცხადა სოფო დოლიძემ. 
 
დღეს ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გახდა ცნობილი, დანარჩენი გამოცდების შედეგები ეტაპობრივად გამოცხადდება და გრანტების საკითხი მხოლოდ მას შემდეგ გაირკვევა, რაც ყველა გამოცდის ქულები გახდება ცნობილი.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...