მთავარისიახლეებიპოლიტიკასჯერა თუ არა ვინმეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომის ოფიციალური მიზეზის

სჯერა თუ არა ვინმეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომის ოფიციალური მიზეზის

Published on

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს არ აქვს უფლება ასე ჩუმად გაიპაროს –აცხადებსფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძე –  "ნინო გვენეტაძემ მისი მუშაობის პერიოდში არსებულ პრობლემებზე და მომხდარ დანაშაულობებზე ღიად უნდა ისაუბროს და ამით ხელი შეუწყოს სისტემის გაჯანსაღებას.
 
პრეზიდენტი პასუხისმგებელია მის დანიშვნაზე და ისიც ვალდებულია საჯაროდ განაცხადოს, თუ რა იცის გადადგომის მოტივების შესახებ ან ბოლომდე გაერკვეს მასში", – აცხადებს რომან გოცირიძე.
პრეზიდენტი  გვერდს უვლის საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს და არ აკონკრეტებს,  სჯერა თუ არა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომის ოფიციალური მიზეზის
 
. „მე ვფიქრობ, ქალბატონი ნინო საკმარისად მაღალი პასუხისმგებლობის თანამდებობის პირია, რომ თვითონ გასცეს პასუხი ამ კითხვებს და მე არ დავიწყებ კონკრეტულად დღევანდელი მისი გადაწყვეტილების ინტერპრეტაციას, ეჭვის შეტანას ან განსხვავებული აზრის გამოთქმას. ნინო გვენეტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის პრეზიდენტის კომპეტენცია, მაგრამ სასამართლოს ჯანმრთელობის მდგომარეობა პრეზიდენტის კომპეტენციაა და ამაზე შემიძლია მოგახსენოთ, რომ სერიოზული სირთულეებია,
 
რაც შეეხება ახალ კანდიდატურას, ეს არ იქნება ჩემს მიერ შერჩეული კანდიდატურა. კანდიდატურას შეარჩევს ქართული იურიდიული საზოგადოება. ღვთის მადლით ქვეყანაში არის ბევრი კვალიფიციური იურისტი და მე მოვუწოდე განსაკუთრებით აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, რომ შეარჩიონ კანდიდატურა. მე ვარ ამ შემთხვევაში პროცესის ორგანიზატორი და მაკონსოლიდირებელი და მე არ ვიყენებ პრეზიდენტის პრეროგატივას, ერთპიროვნულად დაასახელოს სასამართლოს თავმჯდომარე, ამ შემთხვევაში ვიწვევ საზოგადოებას, ამ პროცესში იყოს ინიციატორი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 
 
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ გადადგომის შესახებ განცხადება დღეს გაავრცელა. მისი თქმით, თანამ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო ტოვებს.

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...