სამდივნოები გაჭედილია, ჩინოვნიკები ლამის არის ქუჩებში დასხდნენ… ბავშვებს კი შიათ

0
588
როგორც აზდაკი იტყოდა,  საქართველოში უპირატესად მხოლოდ ჩინოვნიკები ცხოვრობენ ლაღად. ამიტომაც არის გაჩაღებული დერბი ხელისუფლებაში ადგილის დასაკავებლად და  ფლოქვების თქარათქურსა და აზარტულ შეძახილებში იკარგება მშიერი ბავშვების ტირილი/.  მთავარი მრბოლელი, რომელსაც ,,თარჩია'' მიაქვს,  მატთვის ვერ იცლის, ვერც დოღზე, ვერც თავისი ზვიგენის დაპურებისას და ვერც ხეების თრევაში გადათხრილ ქვეყანაში . ერთადერთი, რაც მის წსმენას მიწვდა არის Unicef-ისკვლევის შედეგები, რომელშიც სავალალო სურათი იკვეთება, თუმცა ამ კვლევის შესახებ მოხსენდა მხოლოდ და მხოლოდ  როგორც არგუმენტი კვირიკაშვილის მთავრობის ასაყირავებლად და მამუკა ბახტაძის დასასმელად. 
 
მაინც რა წერია Unicef-ის დასკვნაში, რომელმაც ჯერჯერობით მხოლოდ კვირიკაშვილი გადაიყოლა ?
 კვლევის თანახმად, საქართველოში  2017 წლის სექტემბრისათვის სიღარიბის მაჩვენებლები გაიზარდა – მოსახლეობის 5%, ბავშვების 6,8 პროცენტი დაპენსიონერების 3,7 პროცენტი უკიდურესი სიღარიბის ქვემოთ ცხოვრობს. (უკიდურესისიღარიბის ზღვრად მიჩნეულია 1,25 აშშ დოლარი დღეში, რაც თვეში 82,8 ლარს შეადგენს). ღარიბ შინამეურნეობებში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა 26.8-დან 31,6%-მდე გაიზარდა.
 
ზოგადი სიღარიბის ზღარს ქვემოთ კი მოსახლეობის 21,7%, ბავშვების 27,6% დაპენსიონერების 17,6% ცხოვრობს. (2,5 აშშ დოლარი დღეში). ამ კვლევის მიხედვით, საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ბავშვების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.დღეს საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი ისეთ შინამეურნეობაში ცხოვრობს, რომლისწევრთა მინიმალური მოთხოვნილებები დაუკმაყოფილებელია.
კვლევაში  ნათქვამია, რომ  საყოველთაო ჯანდაცვით დაზღვეულია მოსახლეობის 82%, თუმცა 11%-მა არაფერი იცის ამისშესახებ. თუ საყოველთაო ჯანდაცვა ასე თუ ისე ხელმისაწვდომია, კატასტოფულად მაღალაი ამედიკამენტების ფასები და მედიკამენტებზე ჯიბიდან გაწეული ხარჯები. ადამიანები ხშირად ექიმის დანიშნულებას სწორედ იმიტომ ვერ ასრულებენ, რომ წამლის ფული არ აქვთ. ქვეყანასკი სააფთიაქო მონოპოლიები ყვლეფენ.
 
საბავშვო ბაღების არ რსებობის გამო, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ვერ დადის14 ათასი ბავშვი. 15-დან 18 წლამდე ყოველი მეხუთე ღარიბი ბავშვი აღარ იღებს განათლებას.
 
კვლევის შედეგები, როგორც ხედავთ, არც თუ ისე სახარბიელოა და არცაა  გასაკვირი, რომ მასასეთი რეაქციები მოჰყვა, თუმცა არამეცნიერულად ქუჩაში გავლა და მეტროში ჩასვლაცსაკმარისია, შეამჩნიო ხალხის განწყობა და მდგომარეობა.
 
…საქართველოს მოსახლეობა უვე აღარ არის ისე მალემრწმენი, როგორიც იყო ,,ქართული ოცნების'' ხელისუფლებაში მოსვლისას – ივანიშვილს ქოთნები ემსხვრევა როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით და ეს ყველაფერი შეიძლება დამთავრდეს იმით, რომ მის ჩაის ვინმემ დალიოს.
 
წინა სტატია,,ქართულ ოცნებაში” ნერვიულობენ: ოპოზიციის ჯამური რეიტინგი მმართველი პარტიის რეიტინგზე მაღალია
შემდეგი სტატიანინო გვენეტაძე … ს ვეშჩამი!
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური