მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ზუგდიდში ნეპოტიზმი პიკს აღწევს"- ლალი ანთია ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს

“ზუგდიდში ნეპოტიზმი პიკს აღწევს”- ლალი ანთია ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს

Published on

"ქალები მშვიდობისთვის" ლიდერი ლალი ანთია ბიძინა ივანიშვილს მიმართავს პირად კონტროლზე აიყვანოს  ზუგდიდში პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება. „ოცნება ის ოცნება აღარ არის, რომელსაც 2012 წელს  ხალხი მის გადამრჩენელს უწოდებდა. დღეს ქალაქის მერი აეის ალავიძის მეგობარი- მის ხელთდასმული ლაშა გოგია, რომელიც 2012 წლს თქვენ პირადად და თქვენს მხარდამჭერებს დედას აგინებდა, ძალიან ცუდი მდგომარეობაა ყველა სფეროსი, ნაცარქექიებით არის სავსე.დღეს ზუგდიდში გადაჭარბებული ნეპოტიზმია. 20 თანამდებობის პირების ოჟახებით არიან დაკომპლექტებული, ააიპებში, სიპებში, საკრებულოში, მერიაში, გუბერნიაში., ნათესავები, კლასელები და ა. შ.  რაც შეეხება ტენდერებს – ყველა ტენდერი მათი ნატესავების კომპანიების მიერ ხორციელდება, როგორც იქნა ჩამოშორდა სამეგრელოს დამნაშავე გუბერნატორი, მაგრამ ახლა უარესის  გამოწვევის წინაშე ვდგავართ.შეირჩეს პიროვნება, რომელიც ხალხის გულშემატკივარი იქნება, სამეგრელოს  რომ იცნობს, ისეთი,  რომელიც სამართლიანი იქნება. სამეგრელოში ვინც არ უნდა იყოს გუბერნატორი,, ვერ იმუშავებს, სანამ  ზუგდიდს არ მოაშორებთ ალავიძე-კვირიკაშვილის დაკომპლექტებულ კადრებს, ჩვენ თვალწინ ხდება ბიუჯეტის არამიზნობრივი გაფლანგვა – ადამიანების უარესად გაღარიბება, გადათხრილი და მოუწესრიგებელი ქუჩები და ბიუჯეტიდან გამქრალი მილიონობით ლარი. 
ბატონო ბიძინა,
ჩვენ საზოგადოების წევრები, ისინი, ვინც 2012 წელს თქვენს გვერდით ვიდექით, ვიდევნებოდიტ, განვიცდიდით ზეწოლას  ალავიძე-კვირიკაშვილის მიერ., შონიასთან ერთად.ჩვენ ვართ ,მზად ღია ეთერში გითხრათ ყველაფერი სიმართლე“- წერს ლალი ანთია.
ანთიამ დღეს მილების საქმესთან დაკავშირებით სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც ამ საქმეში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ედიშერ თოლორაია დაადანაშაულა.
 

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...