მთავარისიახლეებისაზოგადოებასაკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საპირისპიროდ მოძრაობა "არა ნარკოტიკებს" ჩამოყალიბდა

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საპირისპიროდ მოძრაობა “არა ნარკოტიკებს” ჩამოყალიბდა

Published on

„არა ნარკოტიკებს!“ – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საპირისპიროდ, "თამბაქოს კონტროლის ალიანსმა"  ამ სახელწოდებით მოძრაობა ჩამოაყალიბა.ალიანსი მოუწოდებს პარლამენტს გაასაჩივროს საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება, გარდა ამისა ჯანდაცვის სამინისტრომ  დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ამ საკითხზე და მთავრობამ მომავალი წლიდან ცხოვრების ჯანსაღი წესით აღზრდისა და პოპულარიზაციის მიმართულებაში სერიოზული ინვესტიცია ჩადოს.“გადაწყვეტილებამ ფაქტობრივად ლეგალიზაცია მოახდინა მარიხუანას გამოყენების ფაქტიურად ნებისმიერ ადგილზე. შეგიძლიათ პარლამენტშიც კი თავისუფლად მოიხმაროთ მარიხუანა. ვაპირებთ მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, მოვითხოვთ რომ დაცული იყო მოსახლეობის ჯანმრთელობის უფლება. პასუხი უნდა აგოს როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ ისე ხელისუფლებამ, რომელიც გაიზიარებს ამ გადაწყვეტილებას“- აცხადებს საქართველოში თამბაქოს კონტროლის ალიანსის დირექტორი გიორგი ბახუტაშვილი.

სიახლეები

დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში 3-დღიანი ვიზიტით გაემგზავრა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში 3-დღიანი ვიზიტით გაემგზავრა, რომლის ფარგლებშიც საუდის არაბეთს, კატარსა...

ზელენსკი: მოსკოვი პირისპირ შეხვედრის წინადადების შესახებ მთელი დღეა დუმს

"მოსკოვი პირისპირ შეხვედრის წინადადების შესახებ მთელი დღეა დუმს. ძალიან უცნაური დუმილია" - ამის შესახებ...

ბაზარზე მკვლელი “კრისტალი” გამოჩნდა, რომელიც იპყრობს შენს გონებას და გიმონებს – ნარკოლოგი

ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე, რომელიც ხშირად აქვეყნებს დასაბუთებულ გაფრთხილებებს ახალი, სხვებისგან განსხვავებული ნარკოტიკის გამოჩენის შემთხვევაში,...

საია TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას გმობს

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფთან დაკავშირებული კონფლიქტის გამო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს:  "ტელეკომპანია „პირველის“...