მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილი და უჩა მამაცაშვილი აპირებენ სააფთიაქო ქსელში მარიხუანას...

მიხეილ სააკაშვილი – ბიძინა ივანიშვილი და უჩა მამაცაშვილი აპირებენ სააფთიაქო ქსელში მარიხუანას ექსკლუზივის შექმნას

Published on

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მარიხუანასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ივანიშვილის და მისი დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ინტერესებს უკავშირებს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სააკაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილი და მამაცაშვილი აპირებენ სააფთიაქო ქსელში მარიხუანას ექსკლუზივის შექმნას. 
 
„ივანიშვილს ეს გადაწყვეტილება უნდა სხვა მიზნისთვის. იმიტომ, რომ როგორც ახლა დადგინდა უტყუარად, მისმა დეიდაშვილმა უჩა მამაცაშვილმა ჩამოიყვანა ორი კვირის წინ კოლორადოს შტატიდან ექსპერტები მარიხუანას თემაზე და ისინი აპირებენ ივანიშვილის სააფთიაქო ქსელში ექსკლუზივის შექმნას და ასობით მილიონის იმაზე გაკეთებას, რომ საქართველოს საზოგადოების ერთი ნაწილი დაბოლდეს, მოიხმარდეს მარიხუანას და ასევე ეს გადიოდეს უცხოეთში. ჯერ ბერა გამოვიდა სიმღერით ლეგალიზაციაზე და შემდეგ უკვე ივანიშვილი შემოვიდა თავისი ინტერესებით“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...