განაჩენი ხელისფლებისთვის. მას ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამაც ვერ უშველა

0
441
NDI-ის კვლევა არის განაჩენი „ქართული ოცნებისთვის" – ამის შესახებ განცხადება გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა.
 
მისი თქმით, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის და ეს არის სწორედ იმ ნაბიჯების შედეგი, რასაც ამ წლების განმავლობაში ივანიშვილის ხელისუფლება დგამდა.
„ისტორიულ მინიმუმზე, 10%-ზეა ჩამოსული მოსახლეობის განწყობა ანუ 18% ამბობს მხოლოდ, რომ სწორი მიმართულებით მიდის. აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს, რომ საქართველო მიდის არასწორი მიმართულებით ან საერთოდ არაფერი არ იცვლება. ეს არის განაჩენი „ქართული ოცნებისთვის,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
 
მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამაც კი ვერ უშველა.
„ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას უკიდურესად ნეგატიურად ახასიათებს საზოგადოება. ამანაც კი ვერ უშველა "ქართულ ოცნებას" იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცის, რომ ამ ქვეყანაში  დღეს გადაწყვეტილებას იღებს არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილის, რომელიც საბოლოოდ უნდა ჩამოშორდეს ქვეყნის მართვის პროცესს,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
 
 
NDI-ის კვლევამ აჩვენა, თუ რატომ არ აყენებს “ქართული ოცნება“ პრეზიდენტობის საკუთარ კანდიდატს – “ქართული ოცნების“ გაგონება არავის უნდა, -აცხადებს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე.. 
 
მისი თქმით, კვლევა ჩატარდა მაშინ, როცა არ იყო ცნობილი, ოპოზიცია გამოვიდოდა თუ არა ერთიანი კანდიდატით. 
„კვლევაში გამოკითხულთა აბსოლუტური რაოდენობა საერთო-ოპოზიციური კანდიდატის წარდგენას მოითხოვდა. მოგვიანებით მოხდა და ეს არის ათი ოპოზიციური პარტიის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე. შემდგომი კვლევა კიდევ უკეთესი იქნება ჩვენთვის და კიდევ უფრო უარესი ხელისუფლებისათვის თუ ხელისუფლებასთან ამოფარებული კანდიდატისათვის. კვლევამ აჩვენა, რომ ცვლილებების დროა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ. 
 
კვლევის შედეგებს ეხმაურება „ევროპული საქართველოც.“ ირაკლი აბესაძის განმარტებით ქვეყანაში არის უკიდურესი სიღარიბე და ეს გამოკითხვის შედეგებშიც  აისახა. 
 
„NDI-ის კვლევა მორიგ ჯერზე ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში მნიშვნელოვნად გაიზარდა სიღარიბე. მოსახლეობისთვის არ მოგვარდა უმუშევრობის  პრობლემა. დამძიმდა კრიმინოგენული ვითარება. მოსახლეობას აწუხებს ის, რომ წლების განმავლობაში არ იზრდება პენსია და არ ჩანს ამის პერსპექტივა და რაც ყველაზე მთავარია, მოსახლეობის დიდი ნაწილს არ აქვს იმედი, რომ „ქართული ოცნება" გამოასწორებს ამ ყველაფერს ვინაიდან ისინი თვლიან, რომ ქვეყანა დღესაც არასწორი მიმართულებით ვითარდება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი „ქართული ოცნების“ მმართველობის შეცვლა, მათშორის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატის  გამარჯვება, რომელსაც აქვს კონკრეტული ხედვა როგორ უნდა გაიზარდოს პენსია. როგორ შეიძლება მეტი ინვესტორის შემოყვანა ქვეყანაში და სამუშაო ადგილების გაზრდა,“-განაცხადა ირაკლი აბესაძემ. 
 
NDI-ის კვლევამ დაადასტურა, რომ ფაქტობრივად, ლეგიტიმური პოლიტიკური ძალა, თუ პოლიტიკური ფიგურა პოლიტიკურ ელიტაში არ არსებობს განაცხადა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა  – . ამ კვლევამ დაადასტურა ის, რაც ისედაც ცხადი იყო – საშუალო სტატისტიკური ამომრჩეველი არჩევნების მიღმაა. ფაქტობრივად, ლეგიტიმური პოლიტიკური ძალა თუ პოლიტიკური ფიგურა პოლიტიკურ ელიტაში არ არსებობს და ეს მეტყველებს ზუსტად პოლიტიკური ელიტის ძალიან ღრმა კრიზისზე. ამომრჩეველი საბოლოო ჯამში, ასეთ ნეგატიურ ვითარებაში ან საერთოდ არ მიდის არჩევნებზე, ან წარმოადგენს ე.წ. სამობილიზაციო რესურსს, რომელიც მზად არის, ერთჯერადად „გაიყიდოს“. გაყიდვაში ვგულისხმობ, რომ რაღაცა სიკეთე მიიღოს. ის ფიქრობს, რომ არაფრის არ მჯერა, არავის არ გენდობით, გადაიხადეთ და მოგცემთ ხმას. გადახდაში ვგულისხმობ სხვადასხვა სიკეთის მიღებას. ამ ვითარებაში, ამ სამობილიზაციო რესურსის მოზიდვის მთავარი შანსი აქვს ხელისუფლებას, რადგან აღნიშნული სიკეთის მიცემის რესურსები არის ფაქტობრივად მონოპოლიზებული მის ხელში. 
მისი თქმით, იმ სურათის ფონზე, რა კვლევაც დაიდო და იმ სურათით, რაც დღეს არსებობს, შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი ფაქტორი, რამაც შეიძლება არჩევნების მეორე ტური განაპირობოს, ეს არის მხოლოდ ელისაშვილის ფაქტორი. 
 
ექსპერტის აზრით, “მთავარი ბრძოლა იმასთან დაკავშირებით, იქნება თუ არა მეორე ტური, მიმდინარეობს სწორედ ამ სამობილიზაციო ელექტორატისთვის. სამობილიზაციო ელექტრორატი არის ხელისუფლების ლუკმა და ერთადერთი, ვინც საფრთხე შეიძლება შეუქმნას ხელისუფლებას, ეს არის ელისაშვილი. რამდენს მოახერხებს ელისაშვილი და იქნება თუ არა ეს კრიტიკული რაოდენობა მეორე ტურის ინიცირებისთვს, ამას უკვე საარჩევნო კამპანია და ის შეცდომები განსაზღვრავს, რასაც ხელისუფლება, ან ელისაშვილი დაუშვებენ“, – აღნიშნა ექსპერტმაგია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ყველაფრის მიუხედავად, ვინც არ უნდა გახდეს პრეზიდენტი, მისი ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დგას, რადგან ნატურალური მხარდამჭერი არც ერთ კანდიდატს არ ყავს იმდენი, რაც მათ მეტ-ნაკლებ ძალაუფლებას მიანიჭებდა.
 
 
 
 

 
 
 

 
 
წინა სტატიათბილისში, ჯიქიას ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
შემდეგი სტატიაქვეყანაში შრომა სიცოცხლისთვის საშიში გახდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური