მთავარისიახლეებისაზოგადოებაზაზა სარალიძე კვლავ პრემიერთან შეხვედრას ითხოვს

ზაზა სარალიძე კვლავ პრემიერთან შეხვედრას ითხოვს

Published on

მთავრობის ადმინისტრაციის მოქალაქეთა მისაღების ხელმძღვანელი მამუკა ასათიანი ზაზა სარალიძეს, „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელს ზვიად კუპრავასა და მათ მხარდამჭერებს შეხვდა. როგორ მამუკა ასათიანმა ზაზა სარალიძესა და მათ მხარდამჭერებს განუხადა, მთავრობის ადმინისტრაცია მათ მიერ მიღებულ საქმეებს განიხილავს. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, იმ შემთხვევაში, თუ ის შედგება, მამუკა ასათიანის თქმით, განხილული იქნება არამხოლოდ დავით სარალიძის საქმე, არამედ ზოგადად, საქმეთა რეგისტრაციის დროს მიღებული ყველა განაცხადი. მთავრობის ადმინისტრაცია შეხვედრის კონკრეტულ ვადებზე არ საუბრობს, თუმცა, მათი განცხადებით, დავით სარალიძისა და მისი მხარდამჭერების მოთხოვნაზე პასუხი გონივრულ ვადაში გახდება ცნობილი. მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან გასაუბრების შემდეგ, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ მას პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის იმედი აქვს. 
“მე ამათი პასუხები არ მაკმაყოფილებს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი შვილის მკვლელები ისევ გარეთ დადიან. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, გაისაუბრებენ და იმედია, შემხვდებიან. ადმინისტრაცია საქმის კურსშია და ალბათ შეხვედრას დაგეგმავენ, ვნახოთ. მე შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან ვითხოვ, დანარჩენ საქმეებს რაც შეეხება, იმედია გადახედავენ, მოახსენებენ და გენერალურმა პროკურორმა უნდა განახორციელოს ცვლილება”, – აღნიშნა ზაზა სარალიძემ. 

სიახლეები

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ისრაელში 26-ე ქნესეთის არჩევნები იმართება. ეს 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული...

  2026 წლის ოქროს ბურთის რეიტინგში  ხვიჩა  კვარაცხელიამ მე-6 ადგილი  დაიკავა

  საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და ფრანგული „პსჟ“-ს ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ 2026 წლის „ოქროს ბურთის“ რეიტინგში...

TI-ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს

„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ცდილობს, რაც სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის...