მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისში ტაქსის მძღოლმა მგზავრი გოგონა გააუპატიურა

თბილისში ტაქსის მძღოლმა მგზავრი გოგონა გააუპატიურა

Published on

შემთხვევა გლდანში მოხდა.ახალგაზრდა გოგონამ ტაქსი გააჩერა და გლდანის მიმართულებით გადაადგილება სთხოვა. მგზავრობისას მძღოლმა გოგონას ლუდი შესთავაზა, რომელზეც ის დათანხმდა. მოგვიანებით კი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გოგონა მძღოლმა ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა. ტაქსის მძღოლმა გოგონას ტელეფონი და პირადი ნივთები წაართვა და ქუჩაში დატოვა.დაზარალებულმა დახმარება ბენზინგასამართ სადგურზე ითხოვა. ის სასწრადო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს. მოძალადე, რომელმაც გოგონა გააუპატიურა, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირია. ის პოლიციამ უკვე დააკავა და ამ წუთებში მისი დაკითხვა მიმდინარეობს. ასევე პოლიციაში იმყოფება დაზარალებულიც, რომელიც სამართალდამცავებს ჩვენებას აძლევს. პოლიციამ ბრალდებულის ჩხრეკისას ის ნივთებიც ამოიღო, რომელიც მან გოგონას წაართვა. 
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I ნაწილით, 137-ე მუხლის I ნაწილით და 178-ე მუხლის II ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული ექვსიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...