მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარს ამბობს

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარს ამბობს

Published on

 
სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის საელჩოს მოქალაქეობის დათმობის მოთხოვნით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ  ეკა ბესელიამ დაადასტურა.  
 
 დიდი ალბათობით,   ზურაბიშვილის უარი საფრანგეთის მოქალაქეობაზე – საპრეზიდენტო არჩევნებსუკავშირდება . 
 
 
 
მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყრის,  სავარაუდოდ მმართველი გუნდი სწორედ  ის იქნებადამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც მმართველი პარტიადაუჭერს მხარს .
 
„ჩვენ საარჩევნო კოდექსში გვაქვს ასეთი დათქმა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე, საარჩევნო რეგისტრაციის პროცესში, როდესაც ის დარეგისტრირდება კანდიდატად, ამ დროისთვის მას უნდა ჰქონდეს მიმართვა იმ ქვეყნისთვის მოქალაქეობიდან გამოსვლის თაობაზე, რომლის მოქალაქეობაც აქვს,“ – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ. ბესელიას განცხადებით, 
 
.,სალომე ზურაბიშვილი სხვა კანდიდატებს ღირსეულ კონკურენციას გაუწევს, მას  აქვს ყველაზე მაღალი შანსი პირველივე ტურში გამარჯვების, ის ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია – აცხადებს  ეკა ბესელია.
 
 რაც შეეხება  საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თარიღს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ  გიორგი მარგველაშვილი  ამის სესახებ ინფორმაციას კვირის ბოლომდე გააკეთებს. 
 
ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს. მოქმედმა პრეზიდენტმა კი კანონის თანახმად, თარიღი უნდა გამოაცხადოს არაუგვიანეს 60 დღისა.
 
 საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს მმართველი ძალა, ოპოზიცია და ასევე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მოუწოდებენ, რომ დროულად დანიშნოს საპრეზიდენტო არჩევნები.
 
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პრეზიდენტი არჩევნების დღის დასახლებას შეგნებულად აჭიანურებს, რადგან ჯერ არ იცის, მიიღებს თუ არა თავად მონაწილეობას.მარგველაშვილი გეგმავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი  გამოაცხადოს.
 
.
 

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...