„მან ღიად დაუჭირა საქართველოს მტერს მხარი რამდენიმე ძალიან კრიტიკულ მომენტში საქართველოს ისტორიის და ამას ჰქვია მხოლოდ სამშობლოს ღალატი,“ – ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით გააკეთა.მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატად სალომე ზურაბიშვილის დასახელება აწყობს, რადგან ის ივანიშვილის კურსს არ გადაუხვევს.„ივანიშვილი აპირებდა მის დაყენებას იმიტომ, რომ სწორედაც რომ, ჯერ ერთი, გულს გაუხარებდა მის მეგობრებს მოსკოვში, მეორე, იმდენად გასაგებია, რომ სალომე ზურაბიშვილი არასდროს ივანიშვილის კურსს, არც მარცხნივ, არც მარჯვნივ, არ გადაუხვევს, რომ კარგი კანდიდატია. ახლა, რამდენადაც მესმის, ხვდება, რომ აქეთ მხარეს გრიგოლ ვაშაძე სულ უფრო კრებს სიჩქარეს, ძალას, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ყველაზე უფულო კანდიდატი,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.მიხეილ სააკაშვილმა არჩევანის ეთერში ასევე აღნიშნა, რომ ივანიშვილმა შესაძლოა, გადახედოს გეგმებს, რადგან გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვების შესაძლებლობები იზრდება.
სიახლეები
მსოფლიო
მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება
მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...
სიახლეები
“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს
„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...
სიახლეები
შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო
მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...
სიახლეები
სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...