მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსეთი მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის მზად არის- სააკაშვილი

რუსეთი მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის მზად არის- სააკაშვილი

Published on

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბება უკვე დაწყებულია.„მათ აქვთ კოორდინატორების სისტემა, თითოს მოჰყავს 10-10. ამ კოორდინატორებს უხდიან ფულს, რომ ეს ათ-ათი ადამიანი მოიყვანოს და ყველას ცალ-ცალკე დაურიგონ ფული, პლუს აქვთ სია, ვინმესთვის როდისმე რა გაუკეთებიათ,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.სააკაშვილმა 2012 არჩევნებთან გაავლო პარალელი და აღნიშნა, რომ იმ არჩევნების მსგავსად, რუსეთი მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის მზად არის.„გარდა იმისა, რომ რუსებთან იყო ეს უშუალოდ დაკავშირებული და რუსული აგენტურა აკეთებდა ამას და დადგეს კადრები ამ ცოცხების და ა.შ. მერე იქირავეს დამატებით ამერიკული ორგანიზაცია, რომელიც მერე იანუკოვიჩს ეხმარებოდა რუსეთის დავალებით და რუსების ფულით უკრაინაში. ამ ორგანიზაციამ შექმნა ყალბი დამკვირვებლების მთელი ქსელი. იმათ წინასწარ მოახსენეს მოხსენება ციხის ამბებზე და ეს ხდება ამ ვიდეოების გამოქვეყნებამდე ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა თვით ადრე და უკვე მომზადებული იყო მთელი საინფორმაციო ქსელი, ყალბი სააგენტოები, ყალბი სადამკვირვებლო ორგანიზაცია,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.მიხეილ სააკაშვილის თქმით, თუ მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბებას შეეცდება, გაერთიანებული ოპოზიცია სხვა ტაქტიკას გამოიყენებს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ოპოზიციას მოხალისე დამკვირვებლები ეყოლება.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...