მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში საქართველომ დაკარგა 5 წელი.

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში საქართველომ დაკარგა 5 წელი.

Published on

„ჩემთვის იქნება კონკურენტი მხოლოდ ივანიშვილის მიერ დაყენებული კანდიდატი,“ – ამის შესახებ განცხადება მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატების შანსებთან დაკავშირებით გააკეთა.საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, სხვა რეალური კონკურენტი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს – გრიგოლ ვაშაძეს, არ ჰყავს, მათ შორის არის  გიორგი მარგველაშვილი, რომელთან დაკავშირებითაც ჯერ ცნობილი არ არის, მიიღებს თუ არა ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილმა მხოლოდ ორი რამით  დაამახსოვრა მოსახლეობას თავი.„მარგველაშვილი ისტორიაში დარჩება მხოლოდ ორი რამით – ერთი, რომ შევიდა სასახლეში და არ გააყიდინა სასახლეში ივანიშვილს და მეორე, მე რომ ჩამომართვა მოქალაქეობა,“ -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში საქართველომ დაკარგა 5 წელი.მისივე თქმით, მარგველაშვილი ისე წავა თანამდებობიდან, რომ მას არ ეყოფა გამბედაობა, მოქალაქეობა დაუბრუნოს. 

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...