მთავარისიახლეებიკონფლიქტები,,ბაშარ ალ-ასადი აუცილებლად ჩამოვა ცხინვალში'' - აცხადებს ანატოლი ბიბილოვი

,,ბაშარ ალ-ასადი აუცილებლად ჩამოვა ცხინვალში” – აცხადებს ანატოლი ბიბილოვი

Published on

ბაშარ ალ-ასადი ოკუპირებულ ცხინვალში ჩასვლას გეგმავს. სირიის პრეზიდენტის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაძლო ვიზიტის შესახებ მორიგი განცხადება, ანატოლი ბიბილოვმა პრესკონფერენციაზე გააკეთა.
 
საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სირიის ლიდერი შესაძლოა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწროს.
 
მისი თქმით, ასადმა გამოთქვა სურვილი საპასუხო ვიზიტი განახორციელოს, ზუსტი თარიღი სირიაში არსებულ ვითარებასა და ასადის განრიგზე იქნება დამოკიდებული.
 
სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ბაშარ ალ-ასადი ოკუპირებულ ცხინვალში დაგეგმილ ვიზიტს  საერთაშორისო ნორმების უხეშ დარღვევად აფასებს.
 
თუმცა, მთავრობის წევრები თვლიან, რომ საქართველოს ტერიტორიების არაღიარების კუთხით საგანგაშო ვითარება არ აქვს, თუმცა საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ რუსეთის პოლიტიკა მომავალში წარუმატებელი იყოს.
 
„ჩვენ არანაირი განგაშის ზარი შემოსაკრავი არაღიარების პოლიტიკის თაობაზე ან რაიმე რისკის თაობაზე არ გვაქვს, თუმცა რა თქმა უნდა სახელმწიფო გააგრძელებს ძალიან აქტიურ მუშაობას პარტნიორებთან ერთად, რომ რუსეთის ამ მცდელობებს მომავალში არ ჰქონდეს არანაირი წარმატება,“-აცხადებს ციხელაშვილი.
 
 
 
 

სიახლეები

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...