მთავარისიახლეებისპორტინიკოლოზ ბასილაშვილი: ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ტურნირის მომგები პირველი ქართველი ვარ

ნიკოლოზ ბასილაშვილი: ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ტურნირის მომგები პირველი ქართველი ვარ

Published on

ჰამბურგში გერმანიის ღია პირველობის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა არგენტინელი ლეონარდო მაიერი დაამარცხა (6:4, 0:6, 7:5). მან   349 200 ევრო და 500 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავა, რითაც მსოფლიო რეიტინგის 35-ე ნომერი გახდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მისი მაჩვენებელი საუკეთესოა და  საგრძნობლად უსწრებს შედეგს, რომელიც აქამდე ირაკლი ლაბაძეს ჰქონდა – ის რეიტინგში 42-ე პოზიციაზე იმყოფებოდა.
 
ნიკოლოზ ბასილაშვილს გამარჯვებულის პრიზი ლეგენდარულმა გერმანელმა ჩოგბურთელმა მიხაელ შტიხმა გადასცა.
 
"თანაბარი თამაში იყო, საუკეთესოდ არ მიასპარეზია, ჭკვიანურად ვითამაშე. გამარჯვების მცირე შანსი მქონდა და გამოვიყენე. ემოციების გაკონტროლება მოვახერხე. ბედნიერი და დაღლილი ვარ, დავისვენებ და ავსტრიული ტურნირისთვის მოვემზადები. 

ორი თვეა ახალ მწვრთნელთან ერთად ვმუშაობ, რამდენიმე თამაში მაღალ დონეზე ჩავატარე. ტურნირის მოგება ადვილი არ იყო. თუმცა, ამით ჩემთვის არაფერი შეცვლილა, წარმატება უფრო თავდაჯერებულს გამხდის. 

ჩემი გამარჯვება საქართველოში ჩოგბურთის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ბავშვები უფრო სერიოზულად მიუდგებიან საქმეს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ტურნირის მომგები პირველი ქართველი ვარ", – განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. 

 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...