მთავარისიახლეებისაზოგადოებავინ ცდილობს ხელისუფლებასთან გარიგებით დაითრიოს ზღვისპირა ზოლი ბათუმში

ვინ ცდილობს ხელისუფლებასთან გარიგებით დაითრიოს ზღვისპირა ზოლი ბათუმში

Published on

ბათუმის საკრებულოს წევრი, ნოდარ დუმბაძე, აჭარის მთავრობის ყოფილ ხელმძღვანელს, ზურაბ პატარაძეს და ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს, საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრთან კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს.
 
საკრებულოს წევრი განმარტავს, რომ ალიანს ჯგუფმა K2 კოეფიციენტის მშენებლობის ნებართვა ზღვისპირა ზოლში უკანონოდ მიიღო. ასევე, ალიანს ჯგუფმა გაზრდილი სართულების მიუხედავად, გადასახადი არ შეიტანა ბიუჯეტში, რაც, მინიმუმ, 4 მილიონ ლარს აღემეტება.
 
ნოდარ დუმბაძე აღნიშნავს, რომ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ყოფილი მაღალჩინოსნების მეგობარია.
 
„მას დავალება მისცა გიორგი კვირიკაშვილმა და ყოფილმა შს მინისტრმა, რომ ის ყველანაირი უკანონობა, რომელიც ამ შენობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, ამაზე მათ ჰქონდათ სიტყვიერი დადასტურება, რომ არავინ არ მოსთხოვდათ პასუხს,“ – განაცხადა ნოდარ დუმბაძემ

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...