მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე სენაკისა და ფოთის მოსახლეობას შეხვდა

პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე სენაკისა და ფოთის მოსახლეობას შეხვდა

Published on

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და ოპოზიციის სხვა ლიდერები სამეგრელოს რეგიონში შეხვედრებს განაგრძობენ.
 
ზუგდიდის შემდეგ ისინი, პარტიის  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ინფორმაციით,სენაკსა და ფოთს  ეწვივნენ. 
 
„სენაკელების განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ მათ იმედები გაუცრუა – მძიმე სოციალური მდგომარეობა, კრიმინალი, ჩინოვნიკების თავგასულობა და ხელისუფლების უყურადღებობა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა.
პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ერთიანობით აუცილებლად მოვახერხებთ „ოცნების“ დამარცხებას, რათა სწრაფად დაიწყოს არსებული პრობლემების მოგვარება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
 
 ქალაქ ფოთის მოსახლეობასსთან შეხვედრაზე ადგილობრივებმა ისაუბრეს ქალაქის განვითარებაში არსებულ პრობლემებზე და ხაზი გაუსვეს მოსახლეობის  სოციალურ  სიდუხჭირე.  ისინი სენაკელების მსგავსად აცხადებენ, რომ ასეთი ვითარების ძირითადი მიზეზი   ხალხის საჭიროებათა მიმართ  ხელისუფლების სრული უყურადღებობაა.
 
პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის  თქმით, გამარჯვებისთანავე მის ხელთ არსებულ უბლებამოსილებას და ყველა რესურსს გამოიყენებს ამ პრობლემების გადასაჭრელად.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...