მთავარისიახლეებისაზოგადოებავისთვის ვარდისფერი, ვისთვის - მარწყვისფერი მთვარე

ვისთვის ვარდისფერი, ვისთვის – მარწყვისფერი მთვარე

Published on

 მეცნიერების განმარტავენ, რატომ იცვლის ფერს მთვარე, იგი ხან შავია, ხან ლურჯი, ხან სისხლივით წითელი და ხანაც ვარდისფერი, როგორც ეს დღეს ფიქსირდება მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოს ცაზეც.  
 
მათი განმარტებით ,,мარდისფერი მთვარე ფენომენი კი არა ილუზიაა,რომელიც წარმოიქმნება მზის სინათლის  გარდატეხით ჰაერში კონცენტრირებულ კოსმიურ მტვერში გავლისას. ეს ძირითადად ხდება ზაფხულში, ფროცა ჰაერში განსაკუთრებით დიდი ოდენობით გროვდება უმცირესი ნაწილაკებისგან შემდგარი დისპერსიული მტვერი 
 
მკვლევრები ამბობენ, რომ დედამიწის თანამგზავრი ფერს იცვლის, როცა ორი პირობის თანხვედრასთან გვაქვს საქმე – კერძოდ, როცა მზე მაქსიმალურად ახლოს არის ჩვენს პლანეტასთა , და როცა ჰაერში მტვრის კონცენტრაცია იზრდება. ასეთ შემთხვევაში ნარინჯოსფერი მთვარე ვარდისფერი  და ზოგჯეს მარწყვისფერიც კი ხდება . ისინი ხაზს უსვამენ იმასაც, რომ ვარდისფერ მთვარეს მარწყვისფერს უწოდებენ იმის გამო, რომ ეს მეტამორფოზა უპირატესად ხდება ივნის-ივლისში, როცა მარწყვი მწიფს.
 
ადრე სკეპტიკოსები დაუფარავად წერნენ, რომ მთვარის ვარდისფერი შეფერილობა ფოტოშოფის შედეგი უფროა,  მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, არც ფოტოშოფის ოსტატს და არც ღმერთს არ უჭირავს მაუსი თუ ფუნჯი, რომ მთვარე შეღებოს. ეს ჩვენი აღქმაა, ჩვენი ილუზია, რასაც, რა თქმა უნდა, თავისი ახსნა აქვს . ილუზიასაც ხომ ბიძგი უნდა  
 
 
ვარდისფერია თუ მარწყვისფერი, დღეს თბილისის დროით ღამის 21: 30 წუთზე მთვარე დედამიწის ჩრდილში დაიწყებს. ეს იქნება ბოლო 18 წლის განმავლობაში ყველაზე ხანგრძლივი   დაბნელება, იგი  . ასტრონომების ინფორმაციით, 3 საათსა და 55 წუთს გასტანსაქედან   სრული დაბნელების ფაზა დაახლოებით ერთ საათსა და ორმოც წუთს გაგაგრძელდება . მთავრის დაბნელების სრული, ან ნაწილობრივი ფაზების ნახვა შესაძლებელი იქნება დედამიწის თითქმის ყველა ადგილიდან გარდა, ცენტრალური და ჩრდილოეთ ამერიკისა. საქართველოდან შესაძლებელი იქნება მთვარის სრული დაბნელების ხილვა. 
 

 
 
 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....